The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



იასონ ბაქრაძე

Date of birth:1869
Date of death:1 April, 1938  (at 69 years)
Category:Public official, Manufacturer

Biography

იყო მარგანეცის მრეწველთა გაერთიანების ყოფილი დირექტორი, სოციალ-ფედერალისტთა პარტიის წევრი 1902-1921 წლებში და ამ პარტიის ლიდერი, მენშევიკური პარლამენტის ყოფილი წევრი და მენშევიკური მთავრობის ყოფილი წარმომადგენელი ბერლინში. პირველად დააპატიმრეს 1923 წელს, მეორედ 1938 წელს დაპატიმრებულ იქნა შინსახკომის ორგანოების მიერ. ბრალად ედებოდა გერმანიის დაზვერვის აგენტობა, აქტიური ჯაშუშური საქმიანობა, აგენტურული ქსელის ჩამოყალიბება და ხელმძღვანელობა. 

ოქსფორდის უნივერსიტეტის ბოდლიანის ბიბლიოთეკის აღმოსავლეთის მიმართულების ხელმძღვანელმა ჯილიან ევისონმა 1907 წელს შედგენილი რუსეთის საწინააღმდეგო პეტიციის ხელმომწერების ნუსხის ნაწილი გამოაქვეყნა. "ქართველი ხალხის პეტიცია" 1907 წელს ჰააგის საერთაშორისო კონფერენციაზე გაგზავნეს. პეტიციაში წერია, რომ რუსეთმა დაარღვია 1783 წელს დადებული "გეორგიევსკის ტრაქტატის" პირობები საქართველოს მიმართ. პეტიციის ავტორები აცხადებდნენ, რომ რუსეთმა ხელჰყო საქართველოს ავტონომია და საერთაშორისო თანამეგობრობას საქართველოს პოლიტიკური ავტონომიის აღდგენაში დახმარებას სთხოვდნენ. პეტიციას თან ახლავს ხელმოწერები 25 ფურცლად. პეტიციის დედანსა და ხელმომწერთა ჩამონათვალს გაერთიანებულ სამეფოში, ოქსფორდის უნივერსიტეტის ბოდლიანის ბიბლიოთეკის უორდროპების კოლექციაში მიაგნეს. ამ პეტიციაზე ერთ-ერთი ხელმომწერი იყო იასონ ბაქრაძე. რეპრესირებული.

წყარო: საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა : სტალინური სიები საქართველოდან: nplg.gov.ge; ქართულენოვანი ახალი ამბების ვებ გვერდი netgazeti.ge

Member of Organizations

  • სოციალ-ფედერალისტური პარტია, წევრი

Share: