The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ესმა გუმბერიძე

ესმა გუმბერიძე
Date of birth:17 August, 1994  (30 years)
Category:Lawyer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ბაღდათი.

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი.

2017-2021 წწ. იყო საქართველოს სახალხო დამცველთან არსებული გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის, დაცვისა და პოპულარიზაციის მონიტორინგის საკონსულტაციო საბჭოს მოწვეული წევრი; 2019-2021 წწ. გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი; 2020 წელს გახდა საქართველოს პრეზიდენტის მიერ შშმ პირთა ისტორიების კონკურსში გამარჯვებისთვის დაწესებული ჯილდოს მფლობელი; 2021 წლიდან არის გაეროს შშმ პირთა უფლებების კონვენციის იმპლემენტაციის საკოორდინაციო უწყებათაშორის კომიტეტთან, ასევე თბილისის მერთან, შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან არსებული საკონსულტაციო საბჭოების წევრი; 2022 წლიდან იუსტიციის სამინისტროსთან შშმ პირთა უფლებების საკითხებზე შექმნილი სამუშაო ჯგუფის წევრი; 2019 წლიდან არის შშმ ქალთა ორგანიზაციის "პლატფორმა ახალი შესაძლებლობებისთვის" თავმჯდომარე, ასევე შშმ ქალთა ეროვნული ქსელის გამგეობის წევრი; აქვეყნებს სტატიებსა და პოდკასტებს ქალთა და შშმ პირთა უფლებების, ახალგაზრდების საზოგადოებრივ პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის, სოციალური სამართლიანობის, სამშვიდობო პოლიტიკისა და ნდობის აღდგენის, ასევე მედიაწიგნიერებისა და ევროინტეგრაციის საკითხებზე. არის გაეროს შშმ პირთა უფლებების პარტნიორობის (UNPRPD) მიერ 2022 წელს გამოქვეყნებული შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობის სიტუაციური ანალიზის თანაავტორი. უფლებადამცველი, სამოქალაქო აქტივისტი, ექსპერტი შშმ პირთა საკითხებში, თანასწორგანმანათლებელი.

წყარო: საქართველოს პრეზიდენტის ოფიციალური ვებგვერდი: president.gov.ge; საქართველოს სახალხო დამცველი: ombudsman.geirex.orggrace.unodc.org; ინკლუზიური პოლიტიკის ცენტრი: inclusive-policy.org

Member of Organizations

  • გაეროში ახალგაზრდობის წარმომადგენელთა გლობალური ქსელი, თანადამფუძნებელი (2021-)

Share: