The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მიქაელ არამიანცი

მიქაელ არამიანცი
Date of birth:4 May, 1843
Date of death:19 December, 1922  (at 79 years)
Burial location:ხოჯევანქის სომხური სასაფლაო, თბილისი
Category:Businessmen, Public Man

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი კეატუკი, მთიანი ყარაბაღი.

დაიბადა სოფლის მამასახლისის ოჯახში. 15 წლისა იყო, როდესაც სასწავლებლად ქალაქ შუშაში გაემგზავრა. სწავლა არ უჭირდა, ყველაფერს იოლად ითვისებდა და მეცნიერებისადმი დიდ ინტერესსაც იჩენდა. ოცნებობდა ტფილისის გიმნაზიაში სწავლის გაგრძელებაზე, თუმცა მან ადრეულ ასაკშივე წარმატებით გამოსცადა თავი ვაჭრობაში. საქ­მის შესას­წავ­­ლად იგი შუშაშივე ცნო­ბილ ვა­ჭარს თა­რუ­მანი­ანს თა­ნა­შემ­წედ მი­ა­ბა­რეს, რო­მე­ლიც სავაჭრო საქმიანობას ყა­რა­ბა­ღის გარ­და, საზღ­ვარ­გა­რე­თაც ეწე­ო­და. ხშირად ჩადიოდა თავრიზში, ირანში, სადაც ის ცოტა ხანში ფირ­მის წარ­მო­მად­გენ­ლადაც და­ნიშ­ნეს. ოთხ წე­ლი­წად­ში თა­ვი­სი პირ­ვე­ლი კა­პი­ტა­ლი – 3000 მა­ნე­თი – და­აგ­რო­ვა და 1871 წელს სამხრეთ კავკასიის ცენტრში, ტფილისში გადავიდა საცხოვრებლად; 28 წლის ასაკში საკმაოდ დიდი ქონება დააგროვა ქსო­ვი­ლე­ბით, აბ­რე­შუ­მითა და შა­ლით ვაჭრობით. ჩარ­თუ­ლი იყო შაქ­რის ტრან­ზი­ტულ კო­მერ­ცი­ა­ში ისეთ დიდ ქალაქებთან, როგორიც იყო მარ­სელ­ი, თავ­რიზ­ი და თე­ი­რანი. 1877-1878 წლებში მიმდინარე მორიგმა რუსეთ-თურქეთის ომმა დიდი გავლენა მოახდინა მის ბიზნესზე. ბოსფორისა და დარდანელის სრუტეების ჩაკეტვამ და საქართველოს საზღვრებთან წარმოებულმა საომარმა მოქმედებებმა არამიანცს თითქმის მთელი ქონება დააკარგვინა. სხვადასხვა მონაცემის მიხედვით, მას მხოლოდ 7000 მანეთი და ტფილისში მტკვრის სანაპიროზე ერთი პატარა სახლი დარჩა. მას კიდევ რამდენიმე წელი დასჭირდა რთული ფინანსური მდგომარეობიდან გამოსასვლელად და 1884 წელს ბაქოში გამგზავრებამდე მისი კაპიტალი 40000 მანეთს შეადგენდა. 1884 წლიდან ბაქოში დაიწყო ნავთობის ბიზნესი ცნობილ მრეწველ ალექსანდრე მანთაშევთან ერთად. აფ­შე­რო­ნის ნა­ხე­ვარ­კუნ­ძულ­ზე (სადაც ქალაქი ბაქო მდებარეობს) კომ­პა­ნი­ის სა­კუთ­რე­ბა­ში იყო ნავ­თო­ბით მდი­და­რი დაახლოებით 174 ჰექტარი მიწის ფარ­თო­ბი. მ. არამიანცს ასევე ეკუთ­ვ­ნო­და ნავ­თო­ბის ქარ­ხა­ნა, სა­ქა­ჩი სად­გუ­რე­ბი, სპე­ცი­ა­ლუ­რად მოწყო­ბი­ლი ნავ­მი­სად­გო­მი და უამ­რა­ვი სა­ხე­ლოს­ნო. სხვადასხვა მონაცემით, არა­მი­ან­ცს წარ­მო­მად­გენ­ლო­ბა ჰქონ­და გახ­ს­ნი­ლი სმირ­ნა­ში (თანამედროვე დასავლეთ თურქეთში მდებარე ქალაქი იზმირი), სა­ლო­ნიკ­ში (საბერძნეთი), კონ­ს­ტან­ტი­ნო­პოლ­ში (თანამედროვე სტამბოლი), ალექ­სან­დ­რი­ა­სა და კა­ი­რო­ში (ეგვიპტე). ამის გარდა წარმომადგენლობები ჰქონდა ჩამოყალიბებული დასავლეთ ევროპისა და შორეული აღმოსავლეთის ისეთ ქალაქებში, როგორიცაა მარ­სელ­ი, ლონ­დონ­ი, ბომ­ბე­ი­ და შან­ხა­ი­. კომპანიის მიერ მიღებული დიდი შემოსავალი ორ მდიდარ ადამიანს შორის განხეთქილების საგნად იქცა. კომპანია დაიშალა და არამიანცი თბილისში დაბრუნდა. ბევრ სხვა საქმიანობასთან ერთად მშე­ნებ­ლო­ბის ბიზ­ნესმა დიდი ადგილი დაიკავა მის ცხოვრებაში. მაგალითად, არამიანცმა გოლოვინის (თანამედროვე რუსთაველის გამზირი) პროსპექტზე ააგო მდიდრული სასტუმრო, რომელსაც შვილების სახელების პირველი ასოებისგან შემდგარი სახელი, "არფასტო"  უწოდა. დღეს ამ შენობაში შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს სახელმწიფო უნივერსიტეტია განთავსებული. მისი დაკვეთით თბილისში გოლოვინის გამზირზე აშენდა სას­ტუმ­რო "მა­ჟეს­ტი­კი" (1915), რომელიც დღეს "თბი­ლი­სი მა­რი­ო­ტით" არის წარმოდგენილი. "მაჟესტიკის" მშენებლობა საკმაოდ ძვირი დაჯდა, რადგან არქიტექტურულად შენობა მომრგვალებული ფორმის იყო. 1902 წელს მიქაელ არამიანცმა სურვილი გამოთქვა, რომ 100 ათას მანეთს გაიღებდა ქალაქში საავადმყოფოს აშენებისათვის, რომელსაც მისი სახელი უნდა დარქმეოდა. მშენებლობა რამდენიმე წელს გაგრძელდა, საავადმყოფოს დასრულებას დაპირებული თანხა არ ეყო და დამატებით ხარჯი ზუბალაშვილებმა გაიღეს. 1909 წლის ბოლოს გახსნილ ამ საავადმყოფოს, რომელიც ქალაქს დაეთმო, დიდხანს საკუთარი სახსრებით არამიანცი ინახავდა. იგი თვითონ იხდიდა, როგორც ავადმყოფთა მკურნალობის ხარჯს, ისე სამედიცინო პერსონალის ხელფასებსაც. საავადმყოფოში იდგა კავკასიაში პირველ რენტგენის აპარატიც, რომელიც ევროპიდან არამიანცმა პირადად ჩამოიტანა. მიქაელ არამიანცის სახელს უკავშირდება სომხეთის ეთნოგრაფიული საზოგადოების დაარსება, რომელიც მოწოდებული იყო მოეძია და შეეგროვებინა სომხეთის კულტურული მემკვიდრეობის ამსახველი ექსპონატები და მასალები. ქველმოქმედი დიდ თანხებს სწირავდა ამ საზოგადოებას, რომლის ბაზაზე შემდგომში სომხეთის ისტორიის სახელმწიფო მუზეუმი გაიხსნა. მანვე მონაწილეობა მიიღო აკადემიკოს ნიკო მარის დაფინანსებაში, რომლის ექსპედიცია პეტერბურგის მეცნიერებათა აკადემიის ეგიდით, 1892 წლიდან 1917 წლამდე სომხეთის ძველ დედაქალაქ ანისში არქეოლოგიური გათხრებს აწარმოებდა და სხვა. მილიონერი კომერსანტის მიერ გაწეული ქველმოქმედებიდან აღსანიშნავია: 50 ათასი მანეთის შეწირვა თბილისის მეორე გიმნაზიისათვის; 10 ათასი მანეთის გამოყოფა ბაქოს სომეხთა ჰუმანიტარული საზოგადოებისათვის; ეჩმიაძინის ტაძრისათვის გაწეული დახმარება 7 ათასი მანეთით; დასახლების მოწყობა ოსმალეთის იმპერიიდან ლტოლვილი თანამემამულეებისათვის ბორჩალოს პროვინციაში, მდინარე ალგეთის სანაპიროზე; თანხის გაღება სვეტიცხოვლის შეკეთებისა და გორში სომხური ეკლესიის რესტავრაციისთვის; ფოთში მცხოვრები სომხებისთვის 37 ათასი მანეთის გაგზავნა ხის დამმუშავებელი ქარხნის ასაშენებლად; ახპატის მონასტრისა და ადგილობრივი სომხური თემისათვის ტყისა და სახნავი მიწის ვრცელი ნაკვეთების გადაცემა; შუშის საეპარქიო სკოლისათვის ამ ქალაქში მდებარე სახლის ჩუქება, რომელშიც თვითონ დაიბადა და სხვა. საბჭოთა რეჟიმმა მას ყველაფერი წაართვა და მხოლოდ საცხოვრებელი ბინა დაუტოვა. გარდაიცვალა სიღარიბეში. მის დაკრძალვას მრავალი თბილისელი დაესწრო. მოგვიანებით, ხოჯევანქის სა­საფ­ლა­ოს დანგრევის შემდეგ არა­მი­ან­ცის საფ­ლა­ვი სა­მუ­და­მოდ და­ი­კარ­გა. ქველმოქმედი, ბაქოს პირველი გილდიის ვაჭარი, ვა­ჭარ­თა უმაღ­ლე­სი გილ­დი­ის წევ­რი.

წყარო: ზუბალაშვილები, დავით სარაჯიშვილი, აკაკი ხოშტარია, მიტროფანე ლაღიძე და სხვანი... / ოთარ ჯანელიძე .-თბ.,2020.-გვ.409-412; ქართული ბიზნეს-გამოცემა Forbes Georgia: forbes.ge

Awards and Honors

  • ტფი­ლი­სის სა­პა­ტიო მო­ქა­ლა­ქე

Share: