The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ეთიმ იოსელიანი

ეთიმ იოსელიანი
ოფიციალური სახელი:თეიმურაზ იოსელიანი
დაბადების თარიღი:19 აგვისტო, 1947
გარდაცვ. თარიღი:23 ნოემბერი, 2005  (58 წლის ასაკში)
კატეგორია:მეცნიერი, მკვლევარი, ფიზიკოსი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: სოფელი მულახი, ახლანდელი მესტიის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი 1970 წელს.

1970 წელს უნივერსიტეტის დამთავრებისთანავე მუშაობა დაიწყო ამიერკავკასიის სამეცნიერო-კვლევით ჰიდრომეტეოროლოგიურ ინსტიტუტში უფროს მეცნიერ თანამშრომლად. 1972 წელს ჩაირიცხა მოსკოვის ჰიდრომეტცენტრის ასპირანტურაში, 1977 წელს დაიცვა დისერტაცია ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად. დისერტაციის თემა ეხებოდა ჰიდროდინამიკური პროცესების მოდელირებას ატმოსფეროს ფიზიკაში. მისი სადისერტაციო გამოკვლევების რიგი საკითხები ამ დარგში მსოფლიო მასტაბის მიღწევად იქნა აღიარებული. 1977-1983წწ. ჰიდრომეტცენტრში, უფროს მეცნიერ-თანამშრომლად მუშაობის პარალელურად კითხულობდა ზოგადი ფიზიკის კურსს საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ფიზიკის კათედრაზე. 1987-2005წწ. ნოემბრამდე იგი თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამედიცინო ინფორმატიკის და კიბერნეტიკის დოცენტია. 1987-1990წწ. ხელმძღვანელობდა სამედიცინო ინფორმატიკის მიმართულებას და სახელშეკრებულო თემას "სამედიცინო ინსტიტუტში სასწავლო დისციპლინებში ავტომატიზირებული გაკვეთილების მომზადება". წარმატებით აგრძელებდა სამეცნიერო კვლევებს და ამზადებდა სადოქტორო თემას - "მათემატიკური მოდელების აგების, დამუშავებისა და სწავლების მეთოდოლოგიური საკითხები სამედიცინო კადრების უწყვეტი მომზადების პირობებში", იგი არის 30-მდე სამეცნიერო შრომის ავტორი და თანაავტორი, რომელთა შორისა 1987 წელს გამოცემული "სასწავლო-მეთოდური მასალები სამედიცინო ელექტრონიკისა, ინფორმატიკისა და ბიოტექნიკურ სისტემებში" და დამხმარე სახელმძღვანელო ინფორმატიკის საკითხებზე.

წყარო: სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.197


გააზიარე: