The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ფრიდონ დავითაძე

ფრიდონ დავითაძე
Date of birth:20 December, 1963  (60 years)
Category:Historian, Writer, Poet

Biography

დაბადების ადგილი: დაბა შუახევი.

დაამთავრა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პედაგოგიური ინსტიტუტის ისტორია-ფილოლოგიის ფაკულტეტი 1989 წელს.

სხვადასხვა დროს მუშაობდა: დაბა შუახევის კოლმეურნეობაში (კოლწევრად), სოფელ ბრილის საშუალო სკოლის ისტორიისა და ფრანგული ენის მასწავლებლად; შუახევის რადიომაუწყებლობის თავმჯდომარედ; გაზეთ "ცისკრის" რედაქციის პასუხიმგებელ მდივნად; გაზეთ "თიანეთის" მთავარ რედაქტორად; დაბა შუახევის საშუალო სკოლის დირექტორად; 2014 წლიდან შუახევის მერიის განათლების, კულტურის, სპორტის, ტურიზმის და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსი; მისი ლექსები იბეჭდება ქართულ პერიოდულ გამოცემებში: ჟურნალ "ჭოროხსა" და "განთიადში". დავითაძის ლექსები შეტანილია კრებულებში: "ზეკარი" და "ძოწისფერი გვირილები".

წყარო: საინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ / შემდგენელი ცისანა ანთაძე.-ბათუმი, 2019.-გვ.35; შუახევის მუნიციპალიტეტი: shuakhevi.gov.ge

Member of Organizations

  • საქართველოს მწერალთა კავშირი, წევრი (2018-)

Bibliography


Share: