The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ემენ დავითაძე

ემენ დავითაძე
Date of birth:16 December, 1947  (77 years)
Category:Scientist, Poet, Journalist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი გოგაძეები, შუახევის რაიონი. 

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ჟურნალისტიკის სპეციალობით 1970 წელს.

1969 წელს გამოიცა მისი პირველი წიგნი "გზა მშვიდობისა". სხვადასახვა პერიოდში გამოიცა მისი პოეტური კრებულები: "გზა მშვიდობისა", "მწვანე იალქანი" (1972), "თეთრი მიხაკები" (1976), "ძლევაი უკუნისა" (1978), "ერთგულება" (1980), "ვაზის გახიზვნა" (1985), "ღალატი" (1987), "დაწყვეტილი სიმები" (2001), "პოემები" (2014), "ლექსები" (სამტომეულის I ტ. 2017) და სხვა. ავტორია ოთხი მეცნიერული მონოგრაფიისა და ოცდაათამდე სამეცნიერო სტატიისა; შედგენილი და გამოცემული აქვს აჭარის სახალხო მთქმელის ანთოლოგია (თანაავტორია, 1979). სახვადასხვა დროს მუშაობდა: საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ბათუმის სამეცნიერო კვლევით ინსტიტუტში, ჯერ უმცროს მეცნიერ - თანამშრომლად, შემდგომ უფროს მეცნიერ - თანამშრომლად; გამომცემლობა "აჭარის" მთავარ რედაქტორად, მის მიერვე დაარსებულ ფირმა "MN"-ის პრეზიდენტად. საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ტბელ აბუსერისძის უნივერსიტეტის პროფესორი, ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი.

წყარო:  საინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ / შემდგენელი ცისანა ანთაძე.-ბათუმი, 2019.-გვ.32; გაზეთი "აჭარა": gazetiajara.geქართველი პოეტები : ენციკლოპედია / შეადგინა ალექსანდრე ელერდაშვილმა.- თბ.,2021.- გვ.114-115

Awards and Honors

  • ღირსების ორდენი
  • ვაჟა-ფშაველას სახელობის პრემია
  • აკაკი წერეთლის სახელობის პრემია
  • ტბელ აბუსერისძის სახელობის პრემია
  • მემედ აბაშიძის სახელობის პრემია

Bibliography

  • ლექსები : ლირიკა (2 ტომად) (Author) // ტ.1. - ბათუმი, აჭარის მწერალთა სახლი, 2017. - 556გვ.. - ISBN: 9789941275685
  • მრთელი და წილადი : (მწიფე ლექსები) (პოემები) (Author). - ბათუმი, გამომცემლობა "აჭარის" პოლიგრ. ცენტრი), 2012. - 448გვ.
  • სოფლის აღმაშენებელი : აჭარის წარსული, აწყმო, მომავალი (Author). - თბილისი, საბჭ. საქართველო, 1985. - 251გვ.
  • ვაზის გახიზვნა : პოემა (Author). - ბათუმი, საბჭ. აჭარა, 1985. - 127გვ.
  • რწმენა : ლექსები (Author). - თბილისი, ნაკადული, 1985. - 47გვ.

Share: