The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



შოთა ანანიძე

Date of birth:1 July, 1935  (89 years)
Category:Educator, Poet

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ცხმორისი, ქედის რაიონი.

დაამთავრა ქედის რაიონის პედაგოგიური სასწავლებელი 1954 წელს; ქუთაისის ალ. წულუკიძის სახელობის სახელმწიფო ინსტიტუტის რუსული ენისა და ლიტერატურის ფაკულტეტი 1964 წელს.

1958 წელს პედაგოგიური მოღვაწეობა დაიწყო ქედის რაიონის სოფელ ბელტულის დაწყებით სკოლაში; 1959-2011წწ. მუშაობდა სოფელ ცხმორისის საჯარო სკოლაში; 1987 წელს მიანიჭეს მეთოდისტი მასწავლებლის წოდება. მისი პირველი რამდენიმე ლექსი დაიბეჭდა ახალგაზრდა მწერალთა კრებულში - "სათავეებთან". გამოცემული აქვს ლექსთა კრებულები: "შეხვედრა" (1973), "სიყვარულმა მათქმევინა" (1998), "მომენატრეთ ძალიან" (2001), "თაფლიანი სტრიქონები" (2004), "მზე იმედისა" (2005), "ნაჩუქარი სიცოცხლე" (2011), "გულის სალბუნი" (2015). მიღებული აქვს სოციალისტურ შეჯიბრებაში გამარჯვებულის მედალი (1973).

წყარო: საინფორმაციო ცნობარი აჭარაში მოღვაწე მწერალთა შესახებ / შემდგენელი ცისანა ანთაძე.-ბათუმი, 2019.-გვ.9

Bibliography


Share: