Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
რენე ლაფონი![]()
Biographyდაბადების ადგილი: მერინაკი, ბორდოს ახლოს. ფრანგი ენათმეცნიერი, ბასკოლოგი, კავკასიოლოგი, ქართველოლოგი. ბორდოს უნივერსიტეტის პროფესორი (1948), საფრანგეთის მხატვრული ლიტერატურის აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1952), ბილბაოს აკადემიის წევრი (1955). 1937 წლიდან იკვლევდა კავკასიურ ენებთან ბასკური ენის ნათესაობის საკითხს. 1944 წელს დაიცვა დისერტაცია თემაზე: "ბასკური ზმნის სისტემა მეთექვსმეტე საუკუნეში". ლაფონს 100-ზე მეტი ნაშრომი ეკუთვნის. მან ქართულიდან ფრანგულ ენაზე თარგმნა აკაკი შანიძის "გრამატიკული სუბიექტი ზოგიერთ გარდაუვალ ზმნასთან ქართულში", ვეფხისტყაოსნის ცალკეული თავები, ვაჟა-ფშაველას "მთის წყარო", აკაკი წერეთლის "სულიკო", ე. წერეთელთან ერთად ირაკლი აბაშიძის "ხმა გოლგოთასთან" და სხვა. სხვადასხვა დროს გამოაქვეყნა რეცენზიები და სტატიები ქართველ მეცნიერთა ნაშრომებზე. 1969 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამეცნიერო საბჭომ ქართული ენის შესწავლისა და მისი პოპულარიზაციის საქმეში დიდი დამსახურებისათვის ლაფონს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საპატიო დოქტორის წოდება მიანიჭა. წყარო: ქართული ენა: ენციკლოპედია. - თბ. 2008. - გვ.287; საქართველო: ენციკლოპედია: ტ.5. -თბ.,2023. -გვ.302; ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: tsu.ge Bibliography
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |