The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ირინე დარჩია

ირინე დარჩია
Date of birth:3 April, 1972  (52 years)
Category:Literary scholar, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1995 წელს; ამავე უნივერსიტეტის ასპირანტურა კლასიკური ფილოლოგიის სპეციალობით - 1998 წელს.

1996-1997წწ. - თბილისის ივანე ბერიტაშვილის სახელობის სამედიცინო ინსტიტუტის ლათინური ენის მასწავლებელი; 1996-2001წწ. - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, კლასიკური ფილოლოგიის კათედრის მასწავლებელი; 2001-2006წწ. - ამავე კათედრის დოცენტი; 1999 წელს - ახალი ბერძნულის, როგორც უცხო ენის მასწავლებელი ახალი ბერძნული ენისა და კულტურის საზაფხულო სკოლის ფარგლებში (საბერძნეთი); 2001 წელს - მიწვეული პროფესორი ბერლინის თავისუფალ უნივერსიტეტში (გერმანია); 2006 წელს - მიწვეული პროფესორი პიზის უნივერსიტეტში (იტალია); 2008 წელს - მიწვეული პროფესორი ბერგენისა და ოსლოს უნივერსიტეტებში (ნორვეგია); 2009 წელს - მიწვეული პროფესორი თესალონიკისა და ბოლონიის უნივერსიტეტებში (საბერძნეთი, იტალია); 2016 წელს - მიწვეული პროფესორი ათენის უნივერსიტეტში (საბერძნეთი); 2006 წლიდან - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ასოცირებული პროფესორი კლასიკურ ფილოლოგიაში; 2017 წლიდან - თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის უფროსი. 2003 წლიდან - საერთაშორისო ჟურნალ "Phasis"-ის სარედაქციო კოლეგიის წევრი; 2005 წლიდან - "მნემოსინეს", ელინოლოგიასა და ლათინისტიკაში სტუდენტთა შრომების რედკოლეგიის წევრი; 2004-2005წწ. - საგამომცემლო პროგრამა "ლოგოსის" გენერალური რედაქტორი; 2001-2006წწ. - ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ჟურნალ "Academia"-ს რედკოლეგიის წევრი. მიღებული აქვს სამეცნიერო ჯილდოები, საბერძნეთის რესპუბლიკის კ. კალიმნოსის მუნიციპალიტეტის პრემია (2004), ბერძნული ენის შესწავლასა და სწავლებაში მიღწეული განსაკუთრებული წარმატებისათვის. ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (2005), პროფესორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - პლატონის "ფედონი" (ლიტერატურა, ფილოსოფია, მითოლოგია, მისტიკა), დაიცვა 1998 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა - "ფერის ფენომენი ბერძნულ ტრაგედიაში", დაიცვა 2005 წელს.

წყარო: საქართველოს მეცნიერებათა დოქტორები, 1992-2006/შემდგ. და რედ.: ირინა ჯაფარიძე. -თბ., 2012. -გვ.462; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: tsu-ge.academia.edu

Member of Organizations

  • ათენის განათლებისა და კვლევების ინსტიტუტი (ATINER), წევრი (2012-)
  • ბერძნული ენის გავრცელებისა და პროპაგანდის საერთაშორისო ორგანიზაცია, საპატიო წევრი (2005-)
  • პლატონისტთა საერთაშორისო ასოციაცია, წევრი (2011-)

Bibliography


Share: