Login |
|
|
English Georgian |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ავთანდილ ბერიძე
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. სწავლობდა მოსკოვის კვების მრეწველობის საკავშირო ინსტიტუტში, სოფლის მეურნეობის პროდუქტების დამზადების ეკონომიკისა და ორგანიზაციის (სპეციალობა – ეკონომისტი) დაუსწრებელ ფაკულტეტზე. 1971-1974 წწ. მუშაობდა ხელვაჩაურის რაიონის სოფელ ახალშენის კოლმეურნეობაში რიგითი წევრის რანგში, ხოლო 1974-1978 წწ. მოსკოვის ოლქის ქ. ზვენიგოროდის 46-ე პროფტექნიკურ სასწავლებელში – ლაბორანტად; 1979-1982 წწ. მუშაობდა აჭარის საკონსერვო მრეწველობის კომბინატში – ნორმადარად, პროფკავშირის კომიტეტის თავმჯდომარედ; 1982-2012 წწ. ხელმძღვანელობდა სოფლის მეურნეობის გადამამუშავებელი, კვებისა და მსუბუქი მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირსა და ხელვაჩაურის რაიონულ პროფგაერთიანებას; საქართველოში ეროვნული მოძრაობის დაწყებისთანავე ის აქტიურად იყო ჩართული საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში; 1991-1996 წწ. იყო აჭარის უზენაესი საბჭოს წევრი, ორჯერ ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი, ასევე არჩეული იყო სოფელ ახალშენის საკრებულოს წევრად; 2012 წლიდან კოალიცია "ქართული ოცნების" ბათუმის საარჩევნო შტაბს ხელმძღვანელობდა, იყო "ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს" ერთ-ერთი დამფუძნებელი, ხოლო 2012-2016 წწ. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე; 2012–2016 წწ. - "აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანის შესახებ" აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციური კანონის პროექტის საჯარო განხილვის საორგანიზაციო კომისიის თავმჯდომარე; 2017-2018 წწ. ხელმძღვანელობდა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის უმაღლეს საბჭოსთან ურთიერთობის დეპარტამენტს, გარდაცვალებამდე კი აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს უფროსის მოადგილე გახლდათ; აქტიურად იყო ჩართული ქვეყნისა და აჭარისათვის უმნიშვნელოვანეს საზოგადოებრივ საქმიანობაში; ჯერ კიდევ ეროვნული მოძრაობის დროს აქტიურად თანამშრომლობდა სხვადასხვა პერიოდულ თუ ე. წ. არაფორმალურ გამოცემასთან, ჟურნალ-გაზეთებთან; საქართველოს დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის წლებში ის და მისი თანამოაზრეები გამოსცემდნენ გაზეთ "მაჭახელას", რომლის არაერთი ნომერი არათუ დიდი სიფრთხილითა და ბრძოლით იბეჭდებოდა, არამედ, დიდი რისკის ფასად ვრცელდებოდა მოსახლეობაში; იგი იყო საქართველოს ჩოხოსანთა საზოგადოების აჭარა-ლაზეთის სადროშოს ერთ-ერთი დამფუძნებელი და აქტიური წევრი. Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |