The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ბადრი ბარბაქაძე

ბადრი ბარბაქაძე
Date of birth:15 May, 1952  (72 years)
Category:Inventor, Engineer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ბორითი, ხარაგაულის რაიონი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი, სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1974 წელს.

1974-1999წწ. მუშაობა დაიწყო თბილისის ზონალურ სამეცნიერო-კვლევით და ექსპერიმენტული პროექტების ინსტიტუტში ინჟინერ-კონსტრუქტორად, შემდეგ წამყვან კონსტრუქტორად, განყოფილების მთავარ კონსტრუქტორად; 1999 წლიდან მუშაობს ასოციაცია "ატუ"-ში; ჯერ იყო პროექტის მტავარი კონსტრუქტორი, შემდეგ ასოციაციის მთავარი კონსტრუქტორი; 1974-1999წწ. უშუალო მონაწილეობა აქვს მიღებული (16-18 სართულიანი) საცხოვრებელი და საზოგადოებრივი დანიშნულების შენობების სეისმომედეგი, უნიფიცირებული, ანაკრები რკინაბეტონის, "იის-04" სერიის კარკასული ნაკეთობების დამუშავებისა და დანერგვაში; ასევე სერიების "1.020.1-1C" და "1.120.1-1C" დამუშავებასა და დანერგვაში, საბჭოთა კავშირის მასშტაბით; იყო პროექტის მთავარი კონსტრუქტორი; 1984-1999წწ. აქტიურად მონაწილეობდა "იის-04" სერიის მრავალსართულიანი კარკასული საცხოვრებელი სახლების პროექტირებაში საქართველოს მასშტაბით, ქალაქებში - თბილისში, ქუთაისში, ბორჯომში, აფხაზეთსა და აჭარაში, ასევე საბჭოთა კავშირის სხვადასხვა ქალაქებში - სოჭში, ნევინომინსკში, ორენბურგში, კემეროვოში და სხვა; მონაწილეობდა მრავალი მნიშვნელოვანი საზოგადოებრივი დანიშნულების ობიექტის პროექტირებაში. მათ შორის: საცხოვრებელი კომპლექსების დაბა ურეკში და დაბა ბაკურიანში, ქ. საჩხერის რაიონული საავადმყოფოს ახალი შენობის (2004-2012), ასევე ჯ. კახიძის სახ. მუსიკალური ცენტრის, შ. რუსთაველის სახელობისა და გრიბოედოვის სახელობის დრამატული თეატრების ქ. თბილისში, ი. ჭავჭავაძის სახელობისა და ა. წუწუნავას სახელობის დრამატული თეატრების ქ. ბათუმსა და ქ. ოზურგეთში - რეკონსტრუქციის პროექტირებაში (2004-2016); აგრეთვე სომხური დრამატული თეატრის შენობის ქ. თბილისში და ახალი დრამატული თეატრის შენობის ქ. ზუგდიდში (2017-2019), დიდი საკონცერტო დარბაზის დაბა შეკვეთილში (2012-2016) -პროექტირებაში; მონაწილეობდა და წაკითხული აქვს მოხსენებები სამეცნიერო-საკვლევ კონფერენციებზე, ქალაქებში: მოსკოვი, ტაშკენტი, ჩებოკსარი, ბაქო, ერევანი, თბილისი და სხვა; აქტიურად იყო ჩართული ზონალურ სამეცნიერო-საკვლევ ინსტიტუტ "კიევზნიეპ"-თან თანამშრომლობაში, ტიპური კარკასის სივრცული გაანგარიშების პროგრამაში; არის ათამდე გამოგონების ავტორი; ტიპური კარკასული სერია "1.120.1-1C"-ს  დამუშავებისა და დანერგვისათვის მიღებული აქვს საბჭოთა კავშირის მინისტრთა საბჭოს პრემია (1988).

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. წიგნი 2. -თბ., 2021. -გვ.58-59


Share: