Login |
|
|
English Georgian |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ვლადიმერ ნემიროვიჩ-დანჩენკო
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი შემოქმედი, ოზურგეთის მაზრა. დაამთავრა მოსკოვის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1879 წელს. დაიბადა სამხედრო მოსამსახურის ოჯახში; სწავლობდა თბილისის სათავადაზნაურო გიმნაზიაში; 70-იანი წლებიდან მოღვაწეობდა თეატრალურ კრიტიკაში; ავტორია მრავალი რომანისა, მოთხრობისა და პიესისა; მისი პიესები იდგმებოდა რუსეთის სხვადასხვა თეატრების სცენებზე; ნემიროვიჩ-დანჩენკო საფუძვლიანად იცნობდა მის თანამედროვე რუსულ თეატრალურ ხელოვნებას და აუცილებლად მიაჩნდა მისი გარდაქმნა; მან შესთავაზა კონსტანტინე სტანისლავსკის, რომ ერთად განესაზღვრათ ახალი თეატრის იდეური, ეთიკური და მხატვრული პრინციპები; მათ შეიმუშავეს პროგრამა და 1898 წელს დააფუძნეს "ყველასთვის ხელმისაწვდომი სამხატვრო თეატრი", რომელსაც მოგვიანებით მოსკოვის სამხატვრო აკადემიური თეატრი ეწოდა; თეატრის რეპერტუარს განსაზღვრავდა ნემიროვიჩ-დანჩენკო; მან თეატრში ანტონ ჩეხოვი და მაქსიმ გორკი მიიყვანა; 1919 წელს თეატრთან მან დააარსა მუსიკალური სტუდია, რომელიც 1926 წლიდან მისი სახელობის მუსიკალურ თეატრად გადაკეთდა; 1983-1990წწ. ნემიროვიჩ-დანჩენკოს მშობლიურ სოფელში მოქმედებდა მისი სახლ-მუზეუმი; ამჟამად ტერიტორია მონასტერ ეკუთვნის; დადგმული სპექტაკლები: 1898-1916 წლები: "თოლია" (ჩეხოვი, 1898); "ძია ვანია" (ჩეხოვი, 1899); "მარტოსულნი" (ჰაუპტმანი, 1899); "როცა ჩვენ, მკვდრები, ვიღვიძებთ" (იბსენი, 1900); "სამი და" (ჩეხოვი, 1901); "ფსკერზე" (გორკი, 1902); "საზოგადოების ბურჯნი" (იბსენი, 1903); "იულიუს კეისარი" (შექსპირი, 1903); "ალუბლის ბაღი" (ჩეხოვი, 1904); "ბრანდი" (იბსენი, 1906); "როსმერსჰოლმი" (იბსენი, 1908); "ძმები კარამაზოვები" (დოსტოევსკი, 1910); 1925-1943 წლები: "ბლოკადა" (ივანოვი, 1929); "აღდგომა" (ტოლსტოი, 1930); "ლიუბოვ იაროვაია" (ტრენიოვი, 1936); "ანა კარენინა" (ტოლსტოი, 1937); "კრემლის კურანტები" (პოგოდინი, 1942); თეატრალური მოღვაწე. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 7.-თბ., 1984.-გვ. 376-377; 100 ღირსსახსოვარი სახელი = 100 памятных имен = 100 memorable names : საქართველოში და საქართველოს გარეთ მოღვაწე უცხოელები / სარედ. კოლ.: მარიამ ლორთქიფანიძე, როინ მეტრეველი, ზურაბ აბაშიძე [და სხვ.] .- თბ., 2014.-გვ. 195 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |