The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ათანასია

ათანასია
Legal name:აღათი სალაყაია
Other name:სქემიღუმენია ათანასია
Date of birth:1847
Date of death:5 April, 1903  (at 56 years)
Burial location:თეკლათის დედათა მონასტერი, სენაკის რაიონი
Category:Religious leader

Biography

დაიბადა ღარიბი აზნაურის სეხი სალაყაიას ოჯახში. დედის გარდაცვალების შემდეგ  აღსაზრდელად მაიბარეს ერთ-ერთი თავადის ოჯახში, სადაც წერა-კითხვა შეისწავლა. მას სულიერად ამხნევებდნენ და მონაზვნობისაკენ მოუწოდებდნენ სულიერებით გამორჩეული სასულიერო პირები - მონაზონი სალომე (თავდგირიძე) და მეუდაბნოე ბერი სქემმონაზონი ონისიფორე (ფაჩულია). 1867 წელს აღათი სალაყაია სენაკის მაზრის სოფელ ზედა თეკლათში ( ახლანდელი სოფელ მენჯი) "მთავარანგელოზთა კუნძულზე" მდებარე დედათა სავანეში მივიდა, რომლის წინამძღვარი და დამაარსებელი იყო მონაზონი სალომე (თავდგირიძე). გარკვეული ხნის მკაცრი მონაზვნური ცხოვრების შემდეგ აღათიმ განიზრახა განმარტოებით ეღვაწა ერთ-ერთ დასთან ერთად, რისთვისაც შესაფერისი ადგილის ძებნა დაიწყო. სავანიდან ორიოდე კილომეტრის დაშორებით მდებარე მთაზე მან წმინდა გიორგის ძველი ბაზილიკა აღმოაჩინა, სადაც წმინდა გიორგის პარაკლისი გადაიხადა და სამოღვაწეოდ აქ დაბინავება გადაწყვიტა. აღათი სალაყაიამ რჩევისათვის მეუდაბნოე ბერ ონისიფორეს (ფაჩულია) მიმართა, რომელმაც განმარტოებით მოღვაწეობაზე კურთხევა არ მისცა, ურჩია დედა სალომესთვის ეკითხა და მისი დარიგებისამებრ ემოქმედა. არც დედა სალომემ ურჩია აღათის განმარტოება და სავანესთან განშორება. წინამძღვარმა თავად მოინახულა ეს ადგილი, მოეწონა იგი და დედათა მთელი კრებულის ახალ ადგილზე გადმოყვანა გადაწყვიტა. იმერეთის ეპისკოპოსმა, წმინდა გაბრიელმა (ქიქოძე) სამეგრელოში მოგზაურობისას პირადად ინახულა ორივე ადგილი და მისი ლოცვა-კურთხევით 1873 წელს დედათა სავანემ "მთავარანგელოზთა კუნძულიდან" ახალ ადგილზე გადაინაცვლა, სწორედ იქ, სადაც ამჟამად თეკლათის დედათა მონასტერი მდებარეობს. 1878 წელს წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსმა დედა სალომე (თავდგირიძე) მღვიმევის მონასტრის წინამძღვრად გადაიყვანა და იმავე წლის 2 მაისს თეკლათის სავანის წინამძღვრის მოვალეობის შემსრულებლად მორჩილი აღათი დანიშნა. იმ დროისათვის დედათა დასი, აღათის ჩათვლით, 8 წევრისაგან შედგებოდა. დების რაოდენობა აღათი სალაყაიას მოღვაწეობის წყალობით თანდათან იზრდებოდა და, მიუხედავად დიდი გაჭირვებისა და ხშირად შიმშილისაც, ყველა თავგანწირვით შრომობდა. ისინი თავიანთი სახსრებით სენაკებს აშენებდნენ, სამშენებლო მასალას წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის შუამდგომლობით 1883 წლის 23 ოქტომბერს წმინდა სინოდმა თავისი განჩინებით თეკლათის სავანეს ზოგადსაცხოვრებელი კრებულის სტატუსი მიანიჭა და წლიურად 860 მანეთი გამოუყო. ამავე განჩინებით სავანეს გადაეცა ცაიშისა და ქვემო თეკლათის გაუქმებული მამათა მონასტრების მიწები. დების რიცხვმა ამ დროისათვის 40-ს მიაღწია. დედა სალომე თავდგირიძის მიერ აღდგენილი ბაზილიკა მათთვის უკვე მცირე იყო, თანაც სიძველის გამო იშლებოდა, ამიტომ წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის რჩევით მორჩილმა აღათიმ ახალი ტაძრის აგება გადაწყვიტა. მისი თხოვნით მშენებლობისთვის სახსრების მოძიების საქმეში სავანეს დიდი დახმარება გაუწია წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსმა, რომელმაც 1885 წელს გელათის მონასტრის ორ მღვდელ-მონაზონს - ამბერკისა და მაკარის იმერეთში შეწირულობათა შეგროვება დაავალა. ერთი წლის განმავლობაში მათ 7000 მანეთი შეაგროვეს. წმინდა გაბრიელის კურთხევით 1887 წლამმდე შეწირულობებს აგროვებდა ასევე თეკლათის მონასტრის დიდი მოამაგე მედავითნე გიორგი (ბაკურაძე), რომელიც 1887 წელს მღვდლად აკურთხეს და სავანის შტატიან მოძღვრად დაინიშნა. აღათის დავალებით თანხებს აგროვებდნენ ასევე თეკლათელი მონაზვნები – გულქანი და მაია. 1885 წლის 13 სექტემბერს წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის კურთხევითა და დედათა კრებულის სურვილით თეკლათის სავანის წინამძღვრის მოვალეობის შემსრულებლად კვლავ აღათი სალაყაია დაინიშნათეკლათის მონასტრის აღორძინების საქმეში წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსის დამსახურებათა შორის აღსანიშნავია ქართულ ენაზე მისი ხელით გადაწერილი (და, შესაძლოა, რუსულიდან თარგმნილიც) წმინდა სინოდის მიერ 1845 წლის დეკემბერში გამოცემული დედათა მონასტრების წესდება. ტექსტში ერთი მუხლი წმინდა გაბრიელის მიერ საკუთრივ თეკლათის სავანისთვის არის დამატებული. დანამატის შინაარსიდან ჩანს, რომ წესდება თეკლათელ დედებს წმინდა გაბრიელმა აღათი სალაყაიას წინამძღვრობის პერიოდში გადასცა. მღვდელმთავრის კურთხევით მორჩილი აღათის მიერ შეწირულობათა შეგროვება გრძელდებოდა. 1886 წლის 4 აგვისტოს აღათი სალაყაია ხობის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მამათა მონასტერში მონაზვნად აღიკვეცა და სახელად ათანასია ეწოდატაძრის მშენებლობის დასრულებისათვის დედებს ფული დააკლდათ, რის გამოც დახმარებისთვის გრიგოლ ეპისკოპოსს მიმართეს. იგი თავად მობრძანდა სავანეში, 560 მანეთი პირადი შემოსავლიდან შესწირა და მშენებლობაც მალე დასრულდა. 1888 წლის საქართველოში მყოფმა იმპერატორმა ალექსანდრე III- თეკლათის მონასტერს შესწირა ღვთისმშობლის შობის ხატი შესაბამისი ვერცხლის წარწერით. ხატი დღესაც მონასტერშია დაბრძანებული, ხოლო ვერცხლის ფირფიტა 1923 წელს, მონასტრის დარბევის დროს დაიკარგაახალი ტაძარი ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელზე იყო აგებული. ეს იყო საკმაოდ დიდი ზომის სამნავიანი ბაზილიკა, რომლის დასავლეთ მხარეს მიშენებული ჰქონდა სამიარუსიანი სამრეკლო. ტაძარი 1889 წლის 1 ოქტომბერს გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსმა გრიგოლმა (დადიანი) მრავალი სასულიერო პირის თანხლებით აკურთხა. საზეიმო მსახურების შემდეგ მეუფემ ქადაგება წარმოთქვა, რომელშიც, სხვათა შორის, მოუწოდა მონაზვნებს, ეზრუნათ თავიანთი კუთხის ახალგაზრდა ასულთა განათლებაზე, შემოეკრიბათ ისინი და ესწავლებინათ მათთვის ლოცვები, საღმრთო სჯული, ხელსაქმე და .. საზეიმო ტრაპეზზე მოწვეულმა საზოგადოებამ მონასტრისთვის შეწირულობა გაიღო, მათ შორისდეკანოზმა დავით ღამბაშიძემ ახალ ტაძარს კანკელის ხატების შეწირვა აღუთქვა, რაც მალე განახორციელა კიდეც. ეპისკოპოს გრიგოლის ქადაგებას, რომელიც ლოცვა-კურთხევად იყო აღქმული, უკვალოდ არ ჩაუვლია. ათანასიას კარგად ესმოდა განათლების მნიშვნელობა, მით უფრო, XIX საუკუნის 80-იან წლებში როცა იმპერიის რუსიფიკატორული პოლიტიკის გამკაცრების გამო სამეგრელოში განსაკუთრებით მწვავედ დადგა ქართული ენის სწავლებისა და გადარჩენის საკითხი. ამიტომ თეკლათის სავანის წინამძღვარი დიდი შემართებით შეუდგა ეპისკოპოს გრიგოლის იდეის განხორციელებას და განიზრახა მონასტერთან ქალთა ორწლიანი სკოლის დაარსება. ამ მიზნით თეკლათელი დედები და სავანესთან დაახლოებული პირები წლების განმავლობაში აგროვებდნენ შეწირულობას როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ. გადმოცემის თანახმად, მონაზვნებს მანჯურიამდეც კი მიუღწევიათ. შეწირულობათა შეგროვების საქმეში განსაკუთრებით იღვაწეს თეკლათის სავანის ეკონომოსმა დედა აღათი ცომაიამ და მონაზვნებმა: კესარია ბარკალაიამ და ნატალიამ (გვარი უცნობია), მღვდელ-მონაზონმა ალექსი ჭანტურიამ და სხვდაზუსტებით არ არის ცნობილი, თუ როდის შეუდგა ათანასია თანხის შეგროვებას, მაგრამ შემორჩენილია მისი 1894 წლის 23 აგვისტოთი დათარიღებული წერილი იმჟამინდელი გორის ეპისკოპოს წმინდა ალექსანდრესადმი (ოქროპირიძე), რომელშიც იგი აცნობებს მღვდელმთავარს სკოლის დაარსების განზრახვას და სთხოვს, რომ მფარველობა გაუწიოს მის მიერ აღმოსავლეთ საქართველოში ფულის შესაგროვებლად გაგზავნილ ორ მონაზონს — აღათისა და კესარიას. 1885 წელს სამეგრელო-გურიის მხარე გამოეყო იმერეთის ეპარქიას და ახალი გურია-სამეგრელოს ეპარქია დაარსდა, რომლის მმართველადაც ახლად ნაკურთხი ეპისკოპოსი გრიგოლი (დადიანი) დაადგინეს. იგი მალევე ეწვია თეკლათის სავანეს, ახალი ტაძრისთვის ადგილი შეარჩია და დედებმა შეგროვებული ფულით მშენებლობა დაიწყეს. მღვდელმთავრის კურთხევით მორჩილი აღათის მიერ შეწირულობათა შეგროვება გრძელდებოდა. ეპისკოპოს გრიგოლის ქადაგებას, რომელიც ლოცვა-კურთხევად იყო აღქმული, უკვალოდ არ ჩაუვლია. ათანასიას კარგად ესმოდა განათლების მნიშვნელობა, მით უფრო, XIX საუკუნის 80-იან წლებში როცა იმპერიის რუსიფიკატორული პოლიტიკის გამკაცრების გამო სამეგრელოში განსაკუთრებით მწვავედ დადგა ქართული ენის სწავლებისა და გადარჩენის საკითხი1890 წელს გულით დაავადებულმა ღირსმა ალექსი მღვდელ-მონაზონმა (შუშანია) ეპისკოპოს გრიგოლის (დადიანი) კურთხევით სამუდამოდ დატოვა ხობის მამათა მონასტერი და სამკურნალოდ დროებით თეკლათის დედათა მონასტერში დამკვიდრდა, სადაც უკვე რამდენიმე წელი მონაზვნობდნენ მისი დედა და დები. აქ მან დაახლოებით ორი წელიწადი დაყო. 1897 წელს თეკლათის სავანეს - დედათა მონასტრის სტატუსი მიენიჭა (მანამდე სავანე მხოლოდ ზოგადსაცხოვრებელ კრებულად ითვლებოდა). 1898 წელს დასრულდა სკოლისთვის განკუთვნილი დროებითი ხის შენობის აგება. იმავე წლის 14 ოქტომბერს მონასტერში გურია-სამეგრელოს ეპარქიის ახალდანიშნული მღვდელმთავარი წმინდა ალექსანდრე (ოქროპირიძე) მიბრძანდა. ჩასვლის დღეს მან წირვა აღავლინა, შემდეგ შენობა აკურთხა და ფოთიდან ჩამოყვანილ ხუროთმოძღვართან ერთად პირადად შეარჩია ადგილი სკოლის მომავალი კაპიტალური შენობისათვის, რომლის ასაშენებლად, იმდროინდელი პერიოდული გამოცემების ცნობით, დაახლოებით 8000 მანეთამდე იყო საჭირო. 1898 წლის 17 დეკემბერს ათანასია იღუმენიის ხარისხში აღიყვანეს და თეკლათის მონასტრის წინამძღვრად დაამტკიცეს. მისი იღუმენიის ხარისხში აყვანის გამო გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსი გრიგოლი (დადიანი) შუამდგომლობას აღძრავდა ჯერ კიდევ 1890 წლიდან. მან 1894 წლის ჩათვლით არაერთხელ მიმართა ამ საკითხის თაობაზე ეგზარქოსსა და საქართველო-იმერეთის სინოდალურ კანტორას. 1894 წელს 27 სექტემბერს სინოდალურმა კანტორამ საპასუხო წერილით მეუფე გრიგოლს აცნობა, რომ ათანასიას იღუმენიის ხარისხში აღყვანა ჯერჯერობით შეუძლებელი იყო, ვინაიდან ამ ხარისხში ყოფნა მხოლოდ მონასტრის სტატუსის მქონე სავანის წინამძღვრისთვის იყო შესაძლებელი, თეკლათის სავანეს კი ეს სტატუსი არ გააჩნდა. სკოლის დროებითი შენობის კურთხევის შემდეგ ათანასია შეუდგა კაპიტალური შენობის მშენებლობას, რისთვისაც კვლავ განაგრძობდა შეწირულობათა შეგროვებას. 1899 წლის 2 მაისს დასავლეთ საქართველოში მოგზაურობისას თეკლათის დედათა მონასტერს ეწვია საქართველოს ეგზარქოსი ფლაბიანე (გოროდეცკი, 18981901), გურია-სამეგრელოს ეპისკოპოს წმინდა ალექსანდრესა და სხვა თანმხლებ პირებთან ერთად. 1900  წლის  20 იანვრიდან წმინდა ალექსანდრე ეპისკოპოსის კურთხევით თეკლათის მონასტერში სკოლის ახალი შენობის მშენებლობის მეურვეობა დაევალა სამეგრელოს სასულიერო სასწავლებლის მეთვალყურეს, არქიმანდრიტ გიორგი ალადაშვილს (შემდგომში გურია-სამეგრელოს ეპისკოპოსი). იმდროინდელი წყაროების ცნობით, მშენებლობა ათანასიას წინამძღვრობის პერიოდშივე დასრულდა, თუმცა ზუსტი თარიღი უცნობია. სკოლის ორსართულიან შენობაში განთავსებული იყო წმინდა  გიორგისა და წმინდა მოციქულთა სწორი ნინოს ტაძრებიც. სკოლაში ისწავლებოდა ქართული ენა, მათემატიკა, ისტორია, საეკლესიო გალობა, ხელსაქმე (ქარგვა, ჭრა-კერვა) და ა.შ.) ათანასიას დროს სავანის გარშემო აშენდა ქვის  გალავანი ეზოში დაიგო ქვაფენილი. საქართველოს ორი დიდი წმინდანის, ალექსანდრე ეპისკოპოსისა (ოქროპირიძე) და ღირსი ალექსი სენაკელის (შუშანია), ეპისტოლური მემკვიდრეობიდან  ჩანს,  რომ XIX საუკუნის მიწურულს თეკლათის მონასტერში დედების რაოდენობამ 80-ს მიაღწია.1902 წელს ათანასია ოქროს ჯვრის ტარების უფლებით დაჯილდოვდა. ამავე წელს მონასტრის ქალთა სკოლას სარევიზიო კომისია ეწვია, რომელმაც ათანასიას უახლოეს მომავალში სკოლის ოთხწლიან სასწავლებლად გადაკეთება აღუთქვა. 1903 წლის იანვრიდან კი სკოლის შესანახად მონასტერს წლიურად 2000 მანეთი დაუნიშნეს. 1903 წლის 5 აპრილს, აღდგომის  წინა დღეს, ჯერ კიდევ მხნე ათანასია სამი დღის ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა. სიკვდილი მორჩილის ტრაგიკულმა შეცდომამ გამოიწვია, რომელმაც წამლის ნაცვლად იღუმენიას კარბოლის მჟავა დაალევინა. თეკლათის დედათა მონასტრისადმი მიძღვნილ თხზულებაში - "წინამძღვარი დედა ათანასია და თეკლათის დედათა მონასტერი"- სავარაუდო ავტორი ღირსი ალექსი სენაკელი (შუშანია) ათანასიას გარდაცვალებაზე საუბრისას მას დიდსქემოსნად მოიხსენიებს, თუმცა დიდ სქემაში მისი აღკვეცის თარიღი უცნობია. ბრწყინვალე შვიდეულის ოთხშაბათს მონასტრის წინაშე განსაკუთრებული დამსახურებისათვის გურია-სამეგრელოს ეპისკოპოს წმინდა ალექსანდრეს (ოქროპირიძე) ნებართვით ათანასიას ნეშტი მონასტრის ღვთისმშობლის შობის ტაძარში სამხრეთ კარიბჭესთან მდებარე სვეტთან (ამ ადგილზე ადრე წმინდა გიორგის მცირე დარბაზული ეკლესია იყო) დაკრძალეს. ანდერძის მიხედვით, ათანასია ჭილოფში გახვეული მიაბარეს მიწას. დაკრძალვის დღეს საღვთო ლიტურგია  და წესის აგება მრავალ სასულიერო პირთან ერთად თავად ყოვლადუსამღვდელოესმა წმინდა ალექსანდრემ აღასრულა. აღსანიშნავია, რომ მსახურებაში მონაწილეობა მიიღო ასევე თეკლათის დედათა მონასტრის დიდმა მოამაგემ და ათანასიას სულიერმა მოძღვარმა, ღირსმა ალექსი სენაკელმა, რომელიც დაყუდების ღვაწლს აღასრულებდა და, განსაკუთრებული შემთხვევების გარდა, სენაკიდან არსად გადიოდა. წირვის შემდეგ სიტყვა წარმოთქვა სამეგრელოს სასულიერო სასწავლებლის მეთვალყურის თანაშემწემ, მღვდელ-მონაზონმა დავითმა (კაჭახიძე). წესის აგების შემდეგ დამსწრეთ სიტყვით მიმართა წმინდა ალექსანდრე ეპისკოპოსმა. 1903 წლის 29 აპრილს თეკლათის მონასტერს ეწვია საქართველოს ეგზარქოსი ალექსი (ოპოცკი), რომელმაც ათანასიას საფლავზე პანაშვიდი გადაიხადა. ათანასიას სამწერლობო მემკვიდრეობიდან გამოქვეყნებულია "სიტყვა დედისა ათანასიასი, თქმული თეკლათის დედათა მონასტრის დებთა მიმართ" და ლექსი "საღმრთო სიტყვანი, ლექსად დაწერილი დედა ათანასიასაგან". აღსანიშნავია ასევე მენჯის მთავარანგელოზთა სავანის არქივში აღმოჩენილი ათანასიას და ღირსი ალექსი სენაკელის ერთმანეთისადმი ლექსად დაწერილი დღემდე გამოუქვეყნებელი წერილები, რომლებიც 1899-1903 წლებით  თარიღდება. თეკლათის მონასტერი იყო სამეგრელოში პირველი და იმ დროისათვის ერთადერთი დედათა მონასტერი, რომლის აღმშენებლობა და სულიერი აღორძინება სწორედ ათანასიას სახელთან არის დაკავშირებული. მისი მოღვაწეობა ქართული სამონაზვნო სკოლის ორი დიდი წარმომადგენლის – ღირსი ალექსი სენაკელისა (შუშანია) და მეუდაბნოე ბერის, ონისიფორეს (ფაჩულია) -  სულიერი გავლენითა და შემწეობით წარიმართა. მათი ლოცვითა და ათანასიას წინამძღვრობით თეკლათის მონასტერში აღიზარდა მონაზონთა გამორჩეული თაობა. გასაბჭოების შემდეგ დაწყებული დევნა თეკლათელ დედებსაც შეეხო, მაგრამ ათეისტურმა ხელისუფლებამ, მრავალი მცდელობის მიუხედავად, მათ მონასტერი ვერ დაატოვებინა. დედებმა საკუთარი სიცოცხლის ფასად გადაარჩინეს სავანე და სამონაზვნო ღვაწლსა და ლოცვას ფარულად აღასრულებდნენ. მათი თავგანწირული ღვაწლის შედეგად თეკლათის დედათა მონასტერი მთელი XX საუკუნის განმავლობაში განაგრძობდა არსებობას და არაერთი თვალსაჩინო მოღვაწე აღუზარდა საქართველოს ეკლესიას. თეკლათის დედათა მონასტერი) სქემიღუმენია, XIX საუკუნის II ნახევრის ქართველი მონაზვნობის თვალსაჩინო მოღვაწე, თეკლათის დედათა მონასტრის წინამძღვარი (1878-1903).

წყარო: საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია : ენციკლოპედია:ტ.1 / მთავარი რედაქტორი ზაზა აბაშიძე.-თბ.,2015 


Share: