The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ვლადიმერ ასათიანი

დაბადების თარიღი:1905
გარდაცვ. თარიღი:1937  (32 წლის ასაკში)
კატეგორია:ჰუმანიტარი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ბაქო, აზერბაიჯანი.

დაპატიმრებამდე იყო სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული რუსთაველის სახ. ინსტიტუტის სწავლული მდივანი;  უპარტიო, ბრალად ედებოდა: რომ იყო მემარჯვენეთა კ/რ ტერორისტული, ჯაშუშურ-მავნებლური ორგანიზაციის აქტიური წევრი სახელმწიფო უნივერსიტეტში, 1936 წლის მაისიდან, მას მერე, რაც გადაიბირა აწ უკვე გასამართლებულმა ხალხის მტერმა, სახელმწიფო უნივერსიტეტის ყოფილმა რექტორმა კ. შ. ორაგველიძემ, რომელიც ხელმძღვანელობდა აღნიშნულ ორგანიზაციას; ბრალდებული იბირებდა ახალ წევრებს კ/რ ორგანიზაციაში, აბამდა მათ კ/რ ძირგამომთხრელ საქმიანობაში; იყენებდა თავის სამსახურებრივ მდგომარეობას რუსთაველის ინსტიტუტის სწავლული მდივნის თანამდებობაზე და პირადად ეწეოდა მავნებლურ ძირგამომთხრელ საქმიანობას; თავი დამნაშავედ ცნო; მხილებულია, ასევე, გ. ბ. ჯანელიძის ჩვენებებით; გამსამართლებელი ორგანო: შინსახკომის სამეული, მიესაჯა სასჯელის უმაღლესი ზომა: დახვრეტა.

წყარო: სსრკს რეპრესიების მსხვერპლთა ღია სია: ge.openlist.wiki; საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა: სტალინური სიები საქართველოდან: nplg.gov.ge


გააზიარე: