The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნინო ხარატიშვილი

ნინო ხარატიშვილი
Date of birth:8 June, 1983  (41 years)
Category:Playwright, Writer, Filmmaker

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს შოთა რუსთაველის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის კინოდოკუმენტალისტიკის ფაკულტეტი 2003 წელს; ჰამბურგის თეატრის აკადემია თეატრის რეჟისურის განხრით 2007 წელს; 2005 წელს გაცვლითი პროგრამის ფარგლებში სწავლობდა რუსეთის თეატრალური ხელოვნების უნივერსიტეტის (მოსკოვი, GITIS) თეატრის რეჟისურის ფაკულტეტზე.

1995–1997წწ. სწავლობდა გერმანიაში; 2003 წლამდე გია ჭუბაბრიას ჯგუფში სწავლობდა; 2008 წელს, ჰამბურგში დაბრუნების შემდეგ კი, საკუთარი პიესის სცენაზე განხორციელებისთვის ბევრი იბრძოლა. საბოლოოდ, მისი პიესა, სახელწოდებით "Z", ისეთი წარმატებული აღმოჩნდა, რომ მიწვეულ იქნა რამდენიმე ფესტივალზე; მიიღო თეატრალური პრემიები: როლფ-მარესის პრიზი პიესა "აგონიის" დადგმისათვის ჰამბურგის "ლიხტჰოფის" თეატრში (2008) და ჰაიდელბერგის თეატრალური ფესტივალის მთავარ პრიზი პიესისათვის "ლივ შტაინი" (2008). სწორედ მაშინ მიიქცია გამომცემლობა "ფერლაგ დერ აუტორენ"–ის ყურადღება; 2010 წელს ის გახდა ალბერტ ფონ შამისოს პრემიის ლაურეატი, რომელსაც ბავარიის ხელოვნების აკადემია და რობერტ ბოშის ფონდი ლიტერატორებს გადასცემს; გერ­მა­ნი­ის და­მო­უ­კი­დე­ბელ გა­მომ­ცემ­ლო­ბა­თა ასო­ცი­ა­ცი­ის პრე­მი­ა რომანისათვის "ჩე­მი ნა­ზი ტყუ­პის­ცა­ლი" (2011). ცხოვრობს ჰამბურგში (გერმანია) და მუშაობს გერმანიის, შვეიცარიისა და ავსტრიის სხვადასხვა თეატრში; მისი პიესები წარმატებით იდგმება ვენაში, მოსკოვში, ვისბადენში, ბერლინში, ჰამბურგში, თბილისში, ბრუხზალში, გიოტინგენში, საარბრიუკენში. გერმანული ენისა და მხატვრული სიტყვისადმი დამსახურებისთვის მიღებული აქვს კარლ ცუკმაიერის სახელობის მედალი (2023), გერმანიის რაინლანდ-პფალცის ფედერალური მხარის ლიტერატურული პრემია (2023).

წყარო: ალუმნი-პორტალი: rebraindrain.wordpress.com

Awards and Honors

  • 2016 - გივი მარგველაშვილის სახელობის პრემია

Bibliography


Share: