The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გრიგოლ ღუღუნიშვილი

გრიგოლ ღუღუნიშვილი
Date of birth:14 November, 1901
Date of death:26 January, 1995  (at 93 years)
Category:Public official, Engineer, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი დარკვეთი, ჭიათურის რაიონი.

დაამთავრა თბილისის პოლიტექნიკური ინსტიტუტი ინჟინერ-მექანიკოსის კვალიფიკაციით 1925 წელს.

მუშაობა დაიწყო თბილისის ტრამვაის მეურნეობაში სახელოსნოების უფროსად, შემდგომ - ტრამვაის მეურნეობის მთავარი ინჟინრის მოადგილედ; 1932-1934წწ. ავტოსარემონტო ქარხნის მთავარი ინჟინერი და ტექნიკური დირექტორი. ამ თანამდებობაზე მუშაობის პერიოდში განახორციელა მშენებარე ქარხნის ხელახალი დაპროექტება, რითაც მიღწეულ იქნა საწარმოს სიმძლავრეთა გაზრდა და მნიშვნელოვანი ეკონომიკური ეფექტი; 1934-1937წწ. საქართველოს კომუნალური მეურნეობის კომისარიატის საქალაქო ტრანსპორტის ხელმძღვანელი; 1937-1938წწ. თბილისის ტრამვაი-ტროლეიბუსის ტრესტის მთავარი ინჟინერი; 1938-1940წწ. საქკომუნპროექტის საპროექტო ჯგუფის ხელმძღვანელი; 1940-1942წწ. თბილქალაქპროექტის საპროექტო ჯგუფის ხელმძღვანელი; მეორე მსოფლიო ომის პერიოდში, 1942-1943წწ. თბილისის საავიაციო ტექნიკუმის სასწავლო საწარმოო სახელოსნოებს ედგა სათავეში; 1943-1945წწ. სამშენებლო მასალების სამმართველოს მთავარი მექანიკოსი; 1945-1947წწ. თბილისის "ლუდლიმონათის" ტრესტის საწარმოო განყოფილების უფროსი. იგი ქვეყნისათვის მნიშვნელოვანი სამრეწველო საწარმოების პროექტირებას ხელმძღვანელობდა. შედგენილი იქნა თბილისის ვაგონშემკეთებელი ქარხნის ტექნიკური პროექტი, თბილისის საავტობუსო მეურნეობისა და ქუთაისის ტრამვაის მეურნეობის, თელასის საწარმოო კორპუსის პროექტები და სხვ. საინჟინრო-საწარმოო საქმიანობასთან ერთად, 1929-1947წწ. სასწავლო-პედაგოგიურ და სამეცნიერო-კვლევით მოღვაწეობას ეწეოდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში; 1947 წელს დაიცვა დისერტაცია ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატის სამეცნიერო ხარისხის მოსაპოვებლად; იმავე წელს აირჩიეს გზათა მიმოსვლის ინჟინერთა თბილისის ინსტიტუტის ლითონთა ტექნოლოგიის კათედრის გამგედ; 1959-1962წწ. საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის შედუღების კათედრის გამგე. ამ პერიოდში მან შექმნა სახელმძღვანელო "ლითონთა ტექნოლოგია", რაც ერთ-ერთი პირველი წიგნი იყო მშობლიურ ენაზე; შემდგომ მან მოამზადა სახელმძღვანელო "ლითონთა წნევით დამუშავება". 1962 წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეტალურგიის ფაკულტეტის ჯერ სამსხმელი წარმოების, შემდგომ ლითონთა წნევით დამუშავების კათედრაზე. მეტალურგიის ფაკულტეტის საბჭოსა და სახელმწიფო-საგამოცდო კომისიის წევრი. პროფესორი.

წყარო: გამოჩენილი ინჟინრები და მეცნიერები: კრებული/შემდგ.: მიტროპოლიტი ანანია ჯაფარიძე [და სხვ.]. -თბ., 2012. -გვ.146-147

Awards and Honors

  • 1962 - საქართველოს დამსახურებული ინჟინერი

Bibliography


Share: