The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



სიმონ შავგულიძე

სიმონ შავგულიძე
Date of birth:29 March, 1894
Date of death:14 April, 1919  (at 25 years)
Burial location:მთავარანგელოზის ეკლესიის ეზო, ქუთაისი
Category:Military Person

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის და ტავრიდის სასულიერო სემინარია 1914 წელს.

კიევის სამხედრო სასწავლებელში პრაპორშიკთა კურსის გავლის შემდეგ მონაწილეობდა I მსოფლიო ომში (1914-1918) მოდლინის 57-ე ქვეითი პოლკის მეტყვიამფრქვევეთა გუნდის შემადგენლობაში; იბრძოდა დასავლეთის ფრონტზე. განსაკუთრებით გამოიჩინა თავი ბრძოლებში სოფელ კნერუტთან (24 მაისი, 1916) და კორიტნიცასთან (5 ივნისი, 1916), რისთვისაც მიიღო გიორგის ოქროს იარაღი "მამაცობისთვის" და წმ. გიორგის IV ხარისხის ორდენი (ორივე, 1916). 
1917 წელს მიიღო შტაბს-კაპიტნის წოდება; იმავე წლის ბოლოს საქართველოში დაბრუნდა და მონაწილეობა მიიღო დეკემბერში ქუთაისში ანარქიის ჩახშობაში. შემდეგ მსახურობდა ბათუმში; ოსმალეთის არმიის ბათუმზე შეტევის დროს დაინიშნა მიხეილის ციხესიმაგრის ერთ-ერთი საკვანძო გამაგრებული პუნქტის - ანარიის ფორტის კომენდანტად;  ოსმალეთის ჯარებთან ბრძოლაში დაიღუპა; სიკვდილის შემდეგ (1918 წლის ნოემბერი) მიენიჭა კაპიტნის წოდება; 1918 წლის მაისში შავგულიძის ნეშტი მისმა ძმამ ბათუმიდან ქუთაისში გადაასვენა. ის მთავარანგელოზის ეკლესიის ეზოში დაკრძალეს; 1944-1946 წლებში საბჭოთა ხელისუფლებამ ეკლესია დაანგრია და საფლავი დაიკარგა. სამხედრო მოღვაწე, კაპიტანი, ოსმალეთთან 1918 წლის ომის გმირი.

წყარო: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის ბლოგი: pirvelirespublika.blogspot.com

Awards and Honors

  • წმინდა ანას IV ხარისხის ორდენი
  • წმინდა ანას III ხარისხის ორდენი
  • წმინდა სტანისლავის II ხარისხის ორდენი
  • წმინდა სტანისლავის III ხარისხის ორდენი

Share: