The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ნიკოლოზ აივაზოვი

ნიკოლოზ აივაზოვი
Date of birth:1889
Date of death:1938  (at 49 years)
Category:Topographer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. სიღნაღი.

სწავლობდა სიღნაღის სამოქალაქო სასწავლებელში, მონაწილეობდა მოსწავლეთა რევოლუციურ გამოსვლებში. 1905 წელს შევიდა ბოლშევიკური პარტიის რიგებში. 1905-1906წწ. ნიკოლოზ აივაზოვი იყო სიღნაღის საქალაქო სასწავლებლის მოსწავლეთა სოციალ-დემოკრატიული წრის ორგანიზატორი, ხელმძღვანელობდა 1906 წლის მოსწავლეთა საპირველმაისო გაფიცვას. 1906 წელს სასწავლებელის დამთავრების შემდეგ მუშაობა დაიწყო სიღნაღის სტამბაში ასოთამწყობად. 1906 წელს შევიდა თბილისში საბუღალტრო კურსებზე, სადაც მოაწყო პარტიული უჯრედი და ბიბლიოთეკა. საბუღალტრო კურსების დამთავრების შემდეგ დაბრუნდა სიღნაღში და ისევ ასოთამწყობად გააგრძელა მუშაობა; ბეჭდავა პროკლამაციებს, ორგანიზაციებისათვის აგროვებდა ფულს. ადგილობრივმა ხელისუფლებამ მისი დევნა დაიწყო, ამიტომ პარტიულმა ორგანიზაციამ სამუშაოდ გორისა და დუშეთის მაზრებში მიავლინა. იგი სოფლებში აწყობდა პარტიულ უჯრედებს, გლეხებში ეწეოდა პარტიულ პროპაგანდას. 1909 წლის თებერვალში ნიკოლოზ აივაზოვი თბილისში ჩამოვიდა. მუშაობდა ჯერ სტამბა "პროგრესში", ხოლო შემდეგ სტამბა "კულტურაში". 1909-1912წწ. დაკავშირებული იყო ე. სტასოვთან და თბილისის ბოლშევიკური ორგანიზაციის სხვა ხელმძღვანელ ამხანაგებთან, მათი დავალებით სტამბაში ბეჭდავდა პროკლამაციებს, ხელმძღვანელობდა სტამბის მუშათა წრეებს, ავრცელებდა გაზეთ "პრავდას" და "პრავდის" ფონდის გასაძლიერებლად კრეფდა ფულს. 1912 წლის ივნისში, როდესაც ჩავარდა თბილისის ბოლშევიკური ორგანიზაცია, იგი დაპატიმრებას გადაურჩა და დახმარებას უწევდა პატიმარ ამხანაგებს. რევოლუციონერი. 

წყარო: კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.321


Share: