Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ლაშა ტალახაძე![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. საჩხერე. დაამთავრა საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტი. პირველი სპორტსმენი, რომელმაც საქართველოს სახელით მოიგო სამი ოლიმპიური ოქრო. ჩვენი სპორტის ისტორიაში კი ის მეორეა ვიქტორ სანეევის შემდეგ, რომელმაც ზედიზედ სამ ოლიმპიადაზე გაიმარჯვა. მსოფლიოს ერთადერთი ქართველი შვიდგზის ჩემპიონი სპორტის ოლიმპიურ სახეობებში. ერთადერთი ძალოსანი სპორტის ამ სახეობის ისტორიაში, რომელმაც ზედიზედ 10 წლის განმავლობაში მოიგო წლის მთავარი შეჯიბრება - 3-ჯერ ოლიმპიადა (2016, 2021, 2024), 7-ჯერ მსოფლიო პირველობა (2015, 2016, 2017, 2018, 2019, 2020, 2021, 2022, 2023). 2022 წლის 21 დეკემბერს, საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის გადაწყვეტილებით, ლაშა ტალახაძე ვიქტორ სანეევის სახელობის სპეციალური პრიზით დაჯილდოვდა ოლიმპიურ მოძრაობაში მოპოვებული უნიკალური მიღწევებისთვის. პირველი ქართველი სპორტსმენია, რომელმაც პირად პირველობაში ექვსჯერ მოიგო მსოფლიოს ჩემპიონის წოდება. 2023 წელს, საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციის რეფერენდუმში 213 ქულა მოაგროვა და ქვეყნის მეორე საუკეთესო სპორტსმენად დასახელდა ხვიჩა კვარაცხელიას (244 ქულა) შემდეგ. 2024 წლის 12 თებერვალს, სოფიაში (ბულგარეთი), ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე, ევროპის ძალოსნობის ფედერაციამ ლაშა ტალახაძე 2023 წლის ევროპის საუკეთესო ვაჟ ძალოსნად დაასახელა. გამოკითხვა სპორტულ ჟურნალისტთა საერთაშორისო ფედერაციამ - AIPS - ჩაატარა. ზედიზედ მესამედ მოიგო EWF-ის მიერ 2021 წელს დაწესებული ჯილდო. 2024 წლიდან - საქართველოს მე-11 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო სუბიექტი: "ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო", საარჩევნო ფორმა: პარტიული სიით. წყარო: ქართული სპორტი: sport.gov.ge; საქართველოს პარლამენტი: parliament.ge Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |