The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



პეტრე ბაგრატიონი

პეტრე ბაგრატიონი
Date of birth:29 June, 1765
Date of death:24 September, 1812  (at 47 years)
Burial location:ბოროდინოს ველი, რუსეთი
Category:Royalty, Military Person

Biography

დაბადების ადგილი: ყიზლარი, ახლანდელი დაღესტნის ასსრ.

თავადი, რუსეთის არმიის ინფანტერიის გენერალი (1809), 1812 წლის სამამულო ომის გმირი. ვახტანგ VI-ის ძმის, იესეს შვილიშვილის შვილი. მისი პაპა, ალექსანდრე, ყიზლარში დასახლდა 1759 წელს, მამა ივანე, რუსული არმიის პოლკოვნიკი იყო.

17 წლის პეტრე ბაგრატიონმა სამხედრო სამსახური დაიწყო კავკასიის მუშკეტერთა პოლკის სერჟანტად. მონაწილეობდა კავკასიის მთიელთა წინააღმდეგ ბრძოლებში. 1787-1791წწ. რუსეთ-ოსმალეთის ომის დროს თავი გამოიჩინა ოჩაკოვის სიმაგრის აღებაში (1788). 1793-1794წწ. მონაწილეობდა პოლონეთის კამპანიაში. 1798 წელს პოლკოვნიკი გახდა და უსტიუგის ეგერთა პოლკის მეთაურად დაინიშნა (შემდგომში ამ პოლკს მისი სახელი ეწოდა). 1799 წელს თავისი პოლკით (უკვე გენერალი) მონაწილეობდა ა. სუვოროვის ლაშქრობებში იტალიასა და შვეიცარიაში. მეთაურობდა ავანგარდს და ყველა დიდ ბრძოლაში გამოიჩინა თავი. საფრანგეთთან 1805-1807წწ. ომში სოფ. შენგრაბენთან (1805 წლის ოქტომბერი) მან 6-ათასიანი რაზმით შეაჩერა ფრანგთა 30-ათასიანი ორი კორპუსი და რუსული ჯარები ალყაში მოქცევას გადაარჩინა. ამ ბრძოლისათვის გენერალ-ლეიტენანტის წოდება მიიღო. მან თავი გამოიჩინა აგრეთვე, აუსტერლიცის, პროისიშ-აილაუსა და ფრინდლანდის ბრძოლებში. 1808-1809წწ. მონაწილეობდა შვედეთთან ომში, სარდლობდა 21-ე დივიზიას (1809 წლის გაზაფხულზე დაიკავა ალანდის კუნძულები). 1809-1810წწ. სარდლობდა მოლდავეთის არმიას რუსეთ-ოსმალეთის ომში (1806-1812). 1811 წლის აგვისტოდან სარდლობდა პოდოლსკის არმიას, 1812 წლის მარტიდან - II დასავლეთის არმიას. 1812 წლის ომის დაწყებისას მან ოსტატური მანევრით, ბრძოლებით უკან დაიხია, ნაპოლეონის ჭარბი ძალების დარტყმებს აერიდა და უვნებლად მიიყვანა არმია სმოლენსკში, სადაც I დასავლეთის არმიას შეუერთდა. ბოროდინოს ბრძოლაში (1812) იგი სარდლობდა რუსული არმიის მარცხენა ფრთას, რომლის წინააღმდეგ იყო მიმართული ფრანგების მთავარი დარტყმა. მტრის 7 იერიში მოიგერია, გამოიჩინა განსაკუთრებული სიმტკიცე და სიმამაცე, მაგრამ მძიმედ დაიჭრა და ბრძოლას გამოეთიშა. გარდაიცვალა სოფ. სიმში, დაკრძალეს იქვე, 1839 წელს კი ბოროდინოს ველზე გადაასვენეს. "რუსეთის არმიის ლომი", 1812 წლის გმირი, მთელი თავისი სამხედრო კარიერის განმავლობაში არც ერთხელ არ დამარცხებულა.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.2.-თბ., 1977.-გვ.131; რუსეთის სამხედრო-ისტორიული საზოგადოება: 100.histrf.ru


Share: