The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ივანე კვესიტაძე

Date of birth:6 June, 1902
Date of death:8 March, 1966  (at 63 years)
Category:Medical Doctor, Veterinarian, Educator

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი რკვია, ახლანდელი ზესტაფონის მუნიციპალიტეტი.

დაამთავრა ქ. ერევნის სავეტერინარო ინსტიტუტი 1932 წელს.

სხვადასხვა დროს იყო საქართველოს ექსპერიმენტული ვეტერინარიისა და საქართველოს ზოოტექნიკურ-სავეტერინარო ინსტიტუტებში არსებული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვისა და ცხე­ნის დაავადებათა შემსწავლელი, ასევე ეპიზოოტოლოგიური განყოფილებებისა და ეპიზოოტოლოგიის კათედრის გამგე. 1939-1944წწ. მუშაობდა საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს სავეტერინარო სამმართველოს უფროსად; 1944-1948წწ. იყო სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე; 1949-1956წწ. – ზოოტექნიკურ-სავეტერინარო, ხოლო 1946-1956წწ. – მეცხოველეობის და ვეტერინარის სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტების დირექტორი; მისი სამეცნიერო შრომები ეძღვნება სასოფლო-სამეურნეო ცხოველთა ინფექციური დაავადებების შესწავლის და მათ წინააღმდეგ ბრძოლის ღონისძიებათა შემუშავების პრობლემებს; მან სსრკ-ში პირველად (თანაავტორებთან ერთად), შეისწავლა და წარმოებაში დანერგა ბაქტერიოფაგი, როგორც ხბოების პარატიფისა და კოლიბაქტერიოზის წინააღმდეგ ბრძოლის საშუალება. ამ პერიოდში ის  თანამშრომლობდა რ. კოხის ლაბორატორიასთან; XX ს. 40-იანი წლების ბოლოს შექმნა ნახევრად თხიერი ფორმოლვაქცინა, რომელიც წარმატებით გამოიყენეს იმ დროისათვის საქარ­თველოში გავრცელებული ცხვრის ინფექციური აგალაქტიის წინააღმდეგ; ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ მოღვაწეობას; მან, თანაავტორებთან ერთად, გამოსცა ეპიზოოტოლოგიის (1951) და კერძო ეპიზოოტოლოგიის (1960) სახელმძღვანელოები. ავტორია მრავალი სამეცნიერო ნაშრომისა; მიღებული აქვს სა­ხელმწიფო ჯილდოები. ვეტერინარიის მეცნიერების ერთ-ერთი ფუძემდებელი საქართველოში. ვეტერინარიის მეცნიერებათა დოქტორი (1947), პროფესორი (1948).

წყარო: საქართველო: ენციკლოპედია: ტ. IV. -თბ., 2018.-გვ. 665

Bibliography


Share: