The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ილარიონ კვარაცხელია

ილარიონ კვარაცხელია
Date of birth:21 October, 1907
Date of death:17 June, 1993  (at 85 years)
Category:Geographer, Mathematician, Scientist

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ნაკიფუ, წალენჯიხის რაიონი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი 1930 წელს.

მუშაობა დაიწყო ქ. თბილისში მათემატიკის მასწავლებლად. 1931-1934წწ. ლენინგრადის მთავარ გეოფიზიკის ობსერვატორიაში ასპირანტურის კურსი გაიარა. 1934 წელს დაინიშნა თბილისის გეოფიზიკური ობსერვატორიის აეროლოგიური განყოფილების გამგედ, მისი ხელმძღვანელობით და უშუალო მონაწილეობით დაიწყო ატმოსფეროს მაღალი ფენების რადიოზონდირება. მის სახელთან არის დაკავშირებული ამიერკავკასიის ატმოსფეროს მაღალი ფენების მეცნიერული გამოკვლევების დაწყება და ეროვნული კადრების მომზადება. 1941-1945წწ. მეორე მსოფლიო ომში მონაწილეობდა, სადაც სამხედრო ქვეგანაყოფებს უზრუნველყოფდა მეტეოროლოგიური ინფორმაციით და ამინდის პროგნოზით. 1945 წლიდან მუშაობას განაგრძობს თბილისის გეოფიზიკურ ობსერვატორიაში. მის საკანდიდატო ნაშრომში მოცემულია თავისუფალ ატმოსფეროში ტემპერატურის განაწილების თავისებურება თბილისის აეროლოგიური მასალების საფუძველზე. მის სადოქტორო ნაშრომში შესწავლილია მეტეოროლოგიური ელემენტების განაწილების თავისებურებანი სიმაღლის მიხედვით ამიერკავკასიაში და მათზე რთული ფიზიკურ-გეოგრაფიული პირობების გავლენა. 1953 წელს შეიქმნა თბილისის ჰიდრომეტეოროლოგიური სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტი, რომლის შექმნის ერთ-ერთი ინიციატორია. იგი დაინიშნა დირექტორის მოადგილედ სამეცნიერო დარგში. არის 60-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. მათში მოცემულია სითბოსა და სიცივის ტალღების გავრცელების გზები ამიერკავკასიაში. აეროსინოპტიკური მასალის საფუძველზე დადგენილია ჩრდილოეთიდან კავკასიაში ცივი და თბილი ჰაერის მასების გადმოსვლის შესაძლებლობა, დასავლეთ საქართველოში ფიონების წარმოქმნის ორიგინალური თეორია, აგრეთვე ნაკადური დინებების წარმოქმნის აეროსინოპტიკური პირობები და ტროპოპაუზის სტრუქტურული თავისებურება. გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ტემპერატურული ველის თავისებურება თბილისში და მისი ურთიერთკავშირი აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიანი მეტეოროლოგიური სადგურების მონაცემებთან", დაიცვა 1948 წელს; სადოქტორო დისერტაციის თემა -"ამიერკავკასიის აეროლოგიური გამოკვლევა", დაიცვა 1965 წელს.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.147

Bibliography


Share: