Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
სიკო გძელიშვილი![]()
Biographyდაამთავრა თბილისის სასულიერო სემინარია 1886 წელს. მსახურობდა ქართულ სათავადაზნაურო გიმნაზიაში აღმზრდელად. თანამშრომლობდა გაზეთ "ივერიასთან", სადაც აქვეყნებდა ფელეტონებსა და თარგმანებს. შემდეგ სამედიცინო განათლების მისაღებად გაემგზავრა რუსეთში. დაამთავრა ტომსკის უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტი, მუშაობდა სამაზრო ექიმად. კარგი სამახურისა და შემოსავლის მიუხედავად, 1912 წელს დაბრუნდა საქართველოში და მუდმივად ეხმარებოდა ღარიბ და გაჭირვებულ მოსახლეობას. აქტიურად თანამშრომლობდა ჟურნალ-გაზეთებთან, აქვეყნებდა წერილებს სხვადასხვა საკითხზე. ქართველ ექიმთა საზოგადოების ერთ-ერთი დამაარსებელი. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი, 1801-1952: ტ. I ა-დ / იოსებ იმედაშვილი.-თბ.,2018.-გვ.786
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |