The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მარიამ ელიზბარაშვილი

მარიამ ელიზბარაშვილი
Date of birth:3 March, 1972  (52 years)
Category:Geographer, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი ატმოსფეროს ფიზიკის სპეციალობით 1995 წელს. 

1995 წელს მუშაობა დაიწყო ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტში; 1996 წელს ჩაირიცხა მეცნიერებათა აკადემიის ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის ასპირანტურაში. იმავე წელს გაიგზავნა ისრაელში ასპირანტთა კურსებზე კვალიფიკაციის ასამაღლებლად სპეციალობაში "მონაცემთა ბაზების დამუშავება აგრომეტეოროლოგიაში" და მიიღო შესაბამისი სერტიფიკატი. 1999 წელს მიენიჭა პრეზიდენტის სახელობის სტიპენდია. სამეცნიერო ინტერესები: გეოგრაფიული საინფომაციო სისტემების გამოყენება გეოგრაფიული, ეკოლოგიური და სოციალური საკითხების ანალიზისათვის; რეგიონალური კლიმატური ცვლილებები; ამინდისა და კლიმატის ექსტრემალური მოვლენები; ლანდშაფტური მეცნიერებები. თბილისის სახელმწიფო უნვერსიტეტის ზუსტ და საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ფაკულტეტის გეოგრაფიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორი. მიღებული აქვს საქართველოს გეოფიზიკური საზოგადოების ახალგაზრდა მეცნიერთა პრემია (2003). გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი.

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "ტემპერატურსი ველის ემპირიული მოდელის აგება მთიანი ქვეყნების პირობებში" (საქართველოს მაგალითზე), დაიცვა 1999 წელს.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.116; თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი: tsu.ge

Bibliography


Share: