The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი აბულაძე

გიორგი აბულაძე
Date of birth:12 January, 1936  (88 years)
Category:Geographer, Scientist, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტი ეკონომიკური გეოგრაფიის სპეციალობით 1959 წელს.

სტუდენტობის დროს (1958) მუშაობა დაიწყო ვახუშტი ბაგრატიონის სახ. გეოგრაფიის ინსტიტუტში მხაზველად, ხოლო 1959 წლიდან უმცროს მეცნიერ თანამშრომლად კარტოგრაფიულ განყოფილებაში, შემდეგ აეროფოტომეთოდების ლაბორატორიაში. 1962 წლიდან აწყობს დამოუკიდებელ გლაციოლოგიურ ექსპედიციებს კავკასიონის მყინვარებზე მათი დინამიკისა და რეჟიმის შესასწავლად. პარალელურად მონაწილეობდა საქართველოს გეოგრაფიული ატლასის (1964) შედგენაში. არის რამდენიმე რუკის ავტორი. 1966-1968წწ. სამეცნიერო სტაჟირებას გადიოდა მოსკოვში, საკავშირო მეცნიერებათა აკადემიის გეოგრაფიის ინსტიტუტის გლაციოლოგიურ განყოფილებაში აკად. გ. ავსიუკის და ვ. კოტლიაკოვის ხელმძღვანელობით. 1970 წლიდან სამუშაოდ გადავიდა ამიერკავკასიის რეგიონალური სამეცნიერო-კვლევით ჰიდრომეტეოროლოგიის ინსტიტუტის ჰიდროლოგიურ განყოფილებაში უმცროსი მეცნიერი თანამშრომლის თანამდებობაზე. ამ პერიოდში რეგულარულად ჩაატარა კვლევები გლაციოლოგიაში დისტანციური მეთოდების გამოყენებით (კავკასიონი, პამირი, ალტაი, კამჩატკა, პოლარული ურალი, ჩრდილოეთის მიწა, კ. შპიცბერგენი და სხვ.). 1987 წლიდან ხელმძღვანელობდა მის მიერვე დაარსებულ დისტანციური ზონდირების ლაბორატორიას. 1989 წლიდან მუშაობდა ალ. ჯანელიძის სახელობის დისტანციური ზონდირების სამეცნიედრო ცენტრის გამგედ. იმავდროულად იყო არასამთავრობო ორგანიზაციის დისტანციური ზონდირების და გეოინფორმაციული სისტემების სამეცნიერო-სასწავლო ცენტრის "დედამიწა" ხელმძღვანელი. მისი ინიციატივით თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დაფუძნდა (1992) დედამიწის დისტანციური ზონდირების სასწავლო-სამეცნიერო ცენტრი, რომელსაც იგი ხელმძღვანელობდა. აქვე, 2001 წლიდან შეიქმნა გეოინფორმაციული სისტემების შემსწავლელი მუდმივმოქმედი საერთაშორისო სასწავლო კლასი, სერტიფიკატის გაცემის შესაძლებლობით. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის გეომორფოლოგიისა და გეოეკოლოგიის კათედრის პროფესორი. საკანდიდატო სადისერტაციო ნაშრომში მიღებული შედეგები გლაციოლოგიური რუკების სახით გამოქვეყნდა "თოვლ-ყინულოვანი რესურსების მსოფლიო ატლასში" (1997). სადოქტორო დისერტაცია დაიცვა ორი სპეციალობით: გეომორფოლოგია და ევოლუციური გეოგრაფია და ხმელეთის ჰიდროლოგია, წყლის რესურსები და ჰიდროქომია. გამოქვეყნებული აქვს 28 სამეცნიერო ნაშრომი. დაჯილდოებულია აფხაზეთის ასსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის საპატიო სიგელი (1963). გეოგრაფიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი. 

საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მთის მყინვარების კვლევა კარტოგრაფიული, გეოდეზიური და სტერეოფოტოგრამმეტრიული მეთოდებით (მდ. ენგურის მაგალითზე)", დაიცვა 1978 წელს (მოსკოვი).

სადოქტორო დისერტაციის თემა - "დისტანციური გლაციოლოგიური მონიტორინგი გლაციოკარტოგრაფიული, გლაციომორფოგრაფიული, გლაციოჰიდროლოგიური ანალიზი (ცენტრალური კავკასიონის მაგალითზე)", დაიცვა 1999 წელს.

წყარო: ქართველი მოგზაურები, გეოგრაფები, ბუნების მკვლევარნი: ენციკლოპედიური ცნობარი.-თბ., 2003. -გვ.16-17


Share: