The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ზურაბ თვალჭრელიძე

ზურაბ თვალჭრელიძე
Date of birth:16 November, 1950
Date of death:9 April, 2020  (at 69 years)
Category:Archaeologist, Historian, Scientist

Biography

 დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ისტორიის ფაკულტეტი 1974 წელს.

1975 წლიდან მუშაობდა ს. ჯანაშიას სახელობის ეროვნულ მუზეუმში; ოთხი ათეული წლის მანძილზე ხელმძღვანელობდა შუა საუკუნეების ეპოქის ქართული კულტურის მემკვიდრეობის შემსწავლელ მნიშვნელოვან პროექტებს: 1978-1980 წწ. ქცია-ხრამის ხეობის კლდის ძეგლების შემსწავლელ არქეოლოგიურ ექსპედიციას; 1983-1995 წწ. გარეჯის ნათლისმცემლის მონასტრის სტაციონარულ არქეოლოგიურ ექსპედიციას, ხოლო 1996 წლიდან იგი სათავეში ედგა დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსის შემსწავლელ არქეოლოგიურ ექსპედიციას; 2006-2017 წწ. იყო საქართველოს ეროვნული მუზეუმის გენერალური დირექტორის მოადგილე, მთავარი კონსერვატორი (ამ პერიოდში განხორციელდა მუზეუმების რეაბილიტაციის და ექსპოზიციების განახლების მნიშვნელოვანი პროექტები); 2017-2020 წწ. ხელმძღვანელობდა საქართველოს ეროვნული მუზეუმის შუა საუკუნეების კულტურული მემკვიდრეობის კვლევის ცენტრს. ზ. თვალჭრელიძის სამეცნიერო ინტერესების პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენდა გარეჯის მრავალმთის სამონასტრო გაერთიანებისა და ზოგადად ქართული მონასტიციზმის პრობლემების ისტორიულ-არქეოლოგიური ასპექტებით კვლევა, წინაქრისტიანული ხანის ქართული კულტურული მემკვიდრეობის საკითხები. 2010 წელს ზ. თვალჭრელიძემ გამოაქვეყნა ნაშრომი, რომელშიც წარმოდგენილი იყო წმ. იოანე ნათლისმცემლის მონასტერში ჩატარებული მრავალწლიანი სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების შედეგები. ასევე გამოქვეყნებული აქვს მრავალრიცხოვანი ნაშრომები, როგორც ქართულ, ისე უცხოურ პერიოდულ გამოცემებში. ამასთანავე, იგი იყო საქართველოს ეროვნული მუზეუმის მოამბის რედაქტორი, ადგილობრივი და საერთაშორისო სამეცნიერო პროექტებისა და კონფერენციების მონაწილე. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი.

Bibliography


Share: