Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
პაულ პეეტერსი![]()
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ტურნე, საფრანგეთი. დიდი ამაგი დასდო ქართული ჰაგიოგრაფიული ძეგლების კვლევისა და გამოცემის საქმეს. მას ეკუთვნის 160-მდე სამეცნიერო გამოკვლევა, მათ შორის, "ქართულ ხელნაწერთა ისტორია" (1942), "ძიებანი აღმოსავლური ფილოლოგიის ისტორიიდან" ორ ტომად (1951), "დიონისე არეოპაგელის ავტობიოგრაფიის ქართული თარგმანი" (1912), "წმინდა ილარიონ იბერიელი" (1914), "ქართული მონასტრების ისტორია" (1917-1919), "დიონისე არეოპაგელის ავტობიოგრაფიის იბერიულ-სომხური ვერსია" (1921), "ქრისტიანობის გავრცელება საქართველოში ჰაგიოგრაფიული წყაროების მიხედვით" (1932), "თორნიკე ბერის ქართული მინაწერი" (1932) "წმინდა შუშანიკი - ქართველებისა და სომხების მარტვილი" (ქართული და სომხური ტექსტების ლათინური თარგმანითურთ, 1935), "ხაზარები აბო თბილელის მარტვილობაში" (1934) და სხვ. ავტორია რეცენზიებისა ი. ჯავახიშვილის, კ. კეკელიძის, ა. შანიძის და სხვ. გამოკვლევების შესახებ. ფილოსოფიის დოქტორი (1894), საფრანგეთის კოლეჯის საპატიო პროფესორი (1943), სტრასბურისა და ლევენის უნივერსიტეტების საპატიო დოქტორი (1946, 1947). ბელგიელი აღმოსავლეთმცოდნე, ქართველოლოგი. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ.8.-თბ., 1984.-გვ.10 Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |