The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



გიორგი ჯანჯღავა

გიორგი ჯანჯღავა
Date of birth:24 July, 1965  (58 years)
Category:Diplomat

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური და სოციალური გეოგრაფიის ფაკულტეტი 1988 წელს; 1986-1987წწ. სწავლობდა კაიროს უნივერსიტეტში; გრძელვადიანი სამეცნიერო მივლინებით იმყოფებოდა ლონდონის უნივერსიტეტში 1990 წელს.

1989-1992წწ. იყო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური და სოციალური გეოგრაფიის კათედრის მეცნიერ-თანამშრომელი; 1992-1993წწ. საქართველოს სახელმწიფო საბჭოს სახელმწიფო მრჩეველი საგარეო ურთიერთობათა დარგში; 1993-1994წწ. საქართველოს სახელმწიფოს მეთაურის დიპლომატიური პროტოკოლის სამსახურის უფროსი; 1994-2004წწ. საქართველოს გენერალური კონსული თურქეთში, (ტრაპიზონი); 2004-2005წწ. საქართველოს სტრატეგიისა და საერთაშორისო ურთიერთობების კვლევის ფონდის მეცნიერ-თანამშრომელი, ექსპერტი; 2014-2018წწ. იკავებდა საუდის არაბეთის სამეფოში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის და ისლამური თანამშრომლობის ორგანიზაციაში (OIC) საქართველოს წარმომადგენლის პოზიციას. არის 2 წიგნისა და 30-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი. მინიჭებული აქვს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩის დიპლომატიური რანგი (2007). 2018 წლიდან საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქეთის რესპუბლიკაში.

წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 2006.-გვ.611; საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო: mfa.gov.geდამოუკიდებელი საქართველოს ელჩები, 1991-2021: ნაწილი 1/ ჭუმბურიძე, ზვიად. - თბ., 2021. გვ. 193

Member of Organizations

  • ახლო აღმოსავლეთის კვლევის ბრიტანული საზოგადოება, წევრი (1999-)
  • ნაციონალური გეოგრაფიული საზოგადოება, წევრი (1997-)
  • საერთაშორისო ორიენტალისტიკური ნუმიზმატიკური საზოგადოება, წევრი (2004-)

Awards and Honors

  • წმ. მარკოზ მახარებლის ორდენი

Share: