Login |
|
|
English Georgian |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნინო ხურციძე
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის საერთაშორისო ჟურნალისტიკის ფაკულტეტი. მსოფლიოს ჩემპიონი 16 და 20 წლის გოგონათა შორის; მონაწილეობა აქვს მიღებული 5 საჭადრაკო ოლიმპიადაზე, 3 მსოფლიოს გუნდურ ჩემპიონატზე და 7 ევროპის ჩემპიონატზე; არის მსოფლიო საჭადრაკო ოლიმპიადის სამივე სინჯის მედლის მფლობელი (ბრინჯაოს -1998, ვერცხლის-2000 და თავის დაფაზე მოიპოვა მცირე ოქროს მედალი - 2000); მსოფლიოს ჩემპიონატის დასკვნითი ეტაპის მონაწილე (2004), ზონალური ტურნირების მონაწილე (1993, 1996); ქალთა შორის ევროპის გუნდური ჩემპიონატი (მეორე ადგილი, ნოვი სადი, სერბეთი-2009), ქალთა შორის მსოფლიოს გუნდური ჩემპიონატი (მესამე ადგილი, მარდინი, თურქეთი - 2011), ქალთა შორის ევროპის გუნდური ჩემპიონატი (2011, მესამე ადგილი, პორტო-კარასი, საბერძნეთი - 2011); საქართველოს 6-გზის ჩემპიონი, მათ შორის მამაკაცთა შორის და ასევე საქართველოს თასის მფლობელი. საქართველოს ჭადრაკის ფედერაციამ 2018 წლის სექტემბერში დააწესა ნინო ხურციძის სახელობის პრიზი, რომელიც გადაეცემა ოლიმპიადაში მონაწილე 20 წლამდე ასაკის საუკეთესო მოჭადრაკე გოგონას. წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 2006.-გვ.596; batumi2018.fide.com ; წიგნი ღირსებისა: ტ. 6/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2003. - გვ.45 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |