The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ივანე ასკურავა

Other name:იას
ბაძგარი  (Pseudonym)
ვინან  (Pseudonym)
Date of birth:16 January, 1891  (133 years)
Date of death:19??
Category:Playwright, Actor/Actress, Educator

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ლანჩხუთი.

დაათავრა ბაქოს გიმნაზია და ერთხანს ეწეოდა პედაგოგიურ მოღვაწეობას. სცენაზე გამოვიდა 1907 წელს, ლანჩხუთის თეატრში, ი. ბაქრაძის პიესაში "ჩვენი დროის გმირები". უმთავრესად ასრულებდა სახასიათო როლებს (ლ. ანდრეევის პიესაში "დღენი ჩვენი ცხოვრებისა-ონუფრი ნიკოლაევიჩს, ვ. გუნიას პიესაში "ორი გმირი"- ტარიელს, ბელოის "უმუშევარში" - ეგორს და სხვ.). ლანჩხუთის გარდა, როგორც მსახიობი და დრამწრეების ხელმძღვანელი, მუშაობდა ბათუმის მუშათა კლუბებში, აგრეთვე ბათუმის აკადემიურ თეატრში. დაწერა პიესები: "თეთრი ყორანი" (4 მოქმ.), "შავი არშია"(დრამა 4 მოქმ.), "წითელი ჯამბაზი" (დრამა 3 მოქმ.), "ჩვენი ზეიმი" (საბავშვო პიესა). "თეთრი ყორანის" გარდა ყველა პიესა ბათუმისა და გურიის დაბა-სოფლების სცენაზე იდგმებოდა. დაწერა მოგონებანი "ლანჩხუთის თეატრის შესახებ" (ნაწყვეტი ინახება საქართველოს სახელმწიფო მუზეუმში), ჟურნალ "საბჭოთა ხელოვნებაში" დაბეჭდა "ლანჩხუთის თეატრის ისტორიიდან" (1936, №11-12, გვ. 58-59). თანამშრომლობდა ქართულ ჟურნალ-გაზეთებთან. ლანჩხუთის თეატრის ერთ-ერთი დამფუძნებელი.

წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I .-თბ.,2018.-გვ.217

Bibliography


Share: