The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ანდრია როგავა

ანდრია როგავა
Date of birth:1965  (59 years)
Category:Physicist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი თეორიული ფიზიკის სპეციალობით 1986 წელს.

1986-1989 წწ. იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორიის ასპირანტი, 1990 წელს ობსერვატორიის უმცროსი მეცნიერი თანამშრომელი, უფროსი მეცნიერი თანამშრომელი; შემდგომ ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტთან არსებული ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის (ყოფილი აბასთუმნის ასტროფიზიკური ობსერვატორია) ასოცირებული მკვლევარი. 1991-1997 წწ. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე კითხულობდა ლექციების კურსს თეორიულ ასტროფიზიკაში; ილია ჭავჭავაძის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასისტენტ-პროფესორი. წლების მანძილზე ნაყოფიერად მუშაობდა უცხოეთში: 1995-1996 წწ. იყო თეორიული ფიზიკის საერთაშორისო ცენტრის (ტრიესტი, იტალია) პლაზმის ფიზიკის ჯგუფში, 1998-1999 წწ. ლუვენის კათოლიკური უნივერსიტეტის (ბელგია) პლაზმური ასტროფიზიკის ცენტრში, 2000-2004 წწ. ტურინის უნივერსიტეტის (იტალია) ფიზიკის ფაკულტეტზე. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა კანდიდატი.

 წყარო: საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.138

Member of Organizations

  • თეორიული ფიზიკის საერთაშორისო ცენტრი (ტრიესტი, იტალია), უფროსი ასოცირებული წევრი (2003-)
  • თეორიული ფიზიკის საერთაშორისო ცენტრი (ტრიესტი, იტალია), ასოცირებული წევრი (1997-2002)

Awards and Honors

  • 2002 - საქართველოს სახელმწიფო პრემია , მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში (ერთობლივი გამარჯვება)
    საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა დარგში 1979-1999 წლებში შესრულებულ შრომათა ციკლისათვის - ''დინამიკური პროცესები წანაცვლებით დინებებში და მათი გამოვლინება ასტროფიზიკურ ობიექტებში''.

Share: