The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



თამარ თავაძე

თამარ თავაძე
Date of birth:1898
Date of death:1980  (at 82 years)
Category:Painter

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

1916-1917წწ. სწავლობდა მოსკოვის მხატვართა სტუდიაში; დაამთავრა მოსკოვის მხატვრულ-ტექნიკური ინსტიტუტის თეატრალურ-დეკორაციული მხატვრობის განყოფილება 1928 წელს. 

1918 წელს დაბრუნდა საქართველოში და 1922 წლამდე მხატვრად მუშაობდა თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში. თამარ თავაძე ავანგარდული ხელოვნების წარმომადგენელია. 1920 წელს მან გააფორმა ბალეტი "კარნავალი", რომელიც დადგა ცნობილმა მოცეკვავემ, ბალეტმაისტერმა, პედაგოგმა, მიხეილ მორდკინმა. ის იმხანად თბილისში იმყოფებოდა თავის საბალეტო დასთან ერთად ("მორდკინის ბალეტი") და დგამდა საბალეტო სპექტაკლებს საოპერო თეატრში. 1924 წელს თამარ თავაძე მონაწილეობდა მუშათა და ჯარისკაცთა თეატრში ვიქტორ დოლიძის ოპერის "ქეთო და კოტეს" დადგმაში (კოსტიუმების ესკიზები).  1927-1936წწ. მუშაობდა მოსკოვის დიდ თეატრში, თუმცა 1930 წელს მისი ხელმოწერა ჩნდება საქართველოს რევოლუციური მხატვრების ასოციაციის (სარმა) დეკლარაციაზე. შემდეგ იგი თბილისში დაბრუნდა. ოპერისა და ბალეტის თეატრში გააფორმა როსინის ოპერა "სევილიელი დალაქი" (1938); კოტე მარჯანიშვილის თეატრში - მოლიერისა და მარკ-ანტუან შარპანტიეს სამმოქმედებიანი ბალეტ-კომედია "ვითომდა ავადმყოფი" (1943); ბათუმის დრამატულ თეატრში ლევან გოთუას "მეფე ერეკლე" (1944). მას შემდეგ, როგორც ჩანს, თამარ თავაძეს ოპერასა თუ დრამატულ თეატრებში სპექტაკლები აღარ გაუფორმებია. მისი შემოქმედება დღემდე შეუსწავლელია. თეატრის მხატვარი.

წყარო: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ენციკლოპედია -ლექსიკონი. -თბ., 2018.-გვ.175


Share: