Login |
|
|
English Georgian |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გიორგი ავალიშვილი
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. სწავლობდა თბილისის რუსულ პანსიონსა და ქართულ გიმნაზიაში. მოწაფეობის დროს რუსულიდან თარგმნიდა პატარა მოთხრობებს და "ცნობის ფურცლის" სურათებიან დამატებაში აქვეყნებდა, "ჯეჯილში" რებუსებს აწყობდა. 1916 წელს ჯარში გაიწვიეს. 1911-1923წწ. იყო სპორტული საზოგადოება "ამირანის", შემდეგ "შევარდენის" ტანმოვარჯიშე. 1929-1930წწ. სწავლობდა საინჟინრო ფაკულტეტზე, რომელიც ოჯახური პირობების გამო ვერ დაამთავრა. 1937 წელს მონაწილეობდა საქალაქთაშორისო შეჯიბრში (ტანვარჯიში), იყო ფიზკულტურის მასწავლებელი. 1935 წლიდან ხელი მოჰკიდა ხეზე კვეთას. შესრულებული აქვს შემდეგი ნამუშევრები: "ამხანაგი სტალინი ქუთაისის საპატიმროში 1903 წელს"(მოსკოვის მუზეუმი), "ვ. ი. ლენინი სესტორეცკში" (1939), "ვ. ი. ლენინი და ი. ბ. სტალინი" (1940), "სახლი გორში, სადაც დაიბადა ი. ბ. სტალინი" (1940), "რთველი" (1941). არის ასზე მეტი ბარელიეფის, პორტრეტის, მინიატურების ავტორი. მონაწილეობდა ხალხური შემოქმედების გამოფენებში: თბილისი - საქართველოს მხატვართა გალერეა (1935-1936), ლენინის სახელობის მუზეუმი (1938), ილია ჭავჭავაძის დაბადების 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი გამოფენა (1937), თეატრალური მუზეუმი (1939), მწერალთა კავშირის მუზეუმი (1939), საქართველოს გასაბჭოების 20 წლისთავთან დაკავშირებით გამართული ხალხური შემოქმედების გამოფენა (1941). გიორგი ავალიშვილმა შექმნა ხეზე კვეთის იარაღი. ამ იარაღით შესრულებული ნამუშევრები მოსკოვის სამრეწველო გამოფენაზე წაიღეს (15 დეკემბერი, 1940). გიორგი ავალიშვილის ნამუშევრებიდან გამოქვეყნებულია: "სახლი გორში, სადაც დაიბადა ი. ბ. სტალინი" ("ლიტერატურული საქართველო", 1939 წლის 10 აგვისტო), "რთველი" ("კომუნისტი", 1941 წლის №69/6074; "ლიტერატურული საქართველო", 1941 წლის №17/176). გიორგი ავალიშვილი ხალხური სახვითი ხელოვნების სასწავლო კომბინატში მიწვეული იყო როგორც მხატვრული კვეთის ოსტატი. იგი 1920-1938 წწ. იყო მთავარი ბუღალტერი, მუშაობის პერიოდში მან შემოიღო აღრიცხვწარმოების ახალი ფორმები, რისთვისაც ჯილდო მიიღო. ხეზე კვეთის ოსტატი. მოქანდაკე ბიძინა ავალიშვილის მამა. წყარო: ქართველ მოღვაწეთა ლექსიკონი:1801-1952: ტ.I .-თბ.,2018.-გვ.82
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |