The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



მალხაზ ოქროპირაშვილი

მალხაზ ოქროპირაშვილი
დაბადების თარიღი:9 ოქტომბერი, 1972  (52 წლის)
კატეგორია:თანამდებობის პირი, იურისტი

ბიოგრაფია

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურდიული ფაკულტეტი 1996 წელს; 2005 წლის ივნისში ჩააბარა მოსამართლეობის საკვალიფიკაციო გამოცდა სისხლის სამართლის სპეციალიზაციით.

1992 წლის იანვრიდან მაისამდე - ქუთაისის სასამართლოში სასამართლოს აღმასრულებელი; 1992-1999წწ. - ქუთაისის სასამართლოში სხდომის მდივანი; 1999-2005წწ. - ქუთაისის საოლქო სასამართლოში მოსამართლის თანაშემწე; 2005-2007წწ. - აბაშის რაიონული სასამართლოს მოსამართლე; 2007-2015წწ. - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლე; 2007-2008წწ. - მივლინებული იყო ქუთაისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლისა და სასამართლოს თავმჯდომარის უფლებამოსილების განსახორციელებლად; 2008-2015წწ. - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარე და ამავე სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე; 2017 წლიდან - ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარე. 2018 წლის თებერვლიდან თანამდებობაზე გამწესებულია უვადოდ, კანონით დადგენილი ასაკის მიღწევამდე.

წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 2006.-გვ.381; საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო: hcoj.gov.ge


გააზიარე: