The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ლაშა ონიანი

ლაშა ონიანი
Date of birth:2 February, 1966  (59 years)
Category:Actor/Actress, Filmmaker

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო თეატრალური ინსტიტუტის კინოსა და დრამის ფაკულტეტის პანტომიმის სრული კურსი 1989 წელს. 

1992 წლიდან იყო კომპანია "მიმოდრამის" სამხატვრო ხელმძღვანელი. არის ავტორი ფილმებისა: "ისეი" (1995), "მიმო 200?" (2001), "უსასრულობა" (2002), "მანდილი" (2002) და დოკუმენტური ფილმისა "ჩანახატი საკუთარ შემოქმედებაზე" (1994). მიღებული აქვს პრემია "ქართული ცეკვის საუკეთესო შემსრულებელი" (1972). არის მონაწილე ფესტივალებისა: ხარკოვი-კიევი (1976), ბერლინი-79, მოსკოვი-81. 1971-1982წწ. დაჯილდოებულია მედლებით ცეკვის ფესტივალებზე საქართველოში; მიღებული აქვს გრან-პრი ტაშკენტის, კიოლნის, კიევის, პეტერბურგის ფესტივალებზე. მისი შემოქმედება აღნიშნულია საუკეთესო სპექტაკლების კრებულში "თეტ-თეტ" (1998) და კრებულში "საპარტნიორო ურთიერთობა თბილისსა და საარბრიუკენს შორის (2000). წლების წინ გადავიდა საცხოვრებლად გერმანიაში; მოღვაწეობს როგორც ევროპაში, ასევე საქართველოში. 2003, 2006 და 2009 წლებში იყო რეჟისორი უეფას ჩემპიონთა ლიგის ფინალის გახსნისა; არაერთი სპორტული და საკონცერტო ფესტივალის რეჟისორი, როგორც ევროპაში ასევე საქართველოში; "ევროვიზიის" ქართული ნომრების დამდგმელი რეჟისორი; 2016 წელს თბილისის ოპერის სახელმწიფო თეატრის სცენაზე დადგა მუსიკალურ-ქორეოგრაფიული დრამა "სამოსელი პირველი". გერმანიში მოღვაწე ცნობილი ქართველი რეჟისორი.

წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. –  თბ., 2006.-გვ.377; საინფორმაციო პორტალი "ამბებიჯი": ambebi.ge; სვანეთი და სვანები / ირაკლი დვალი, გივი ქურდიანი.-თბ., 2014.-გვ.307 


Share: