The National Library of Georgia მთავარი - ბიბლიოთეკის შესახებ - ელ.რესურსები 
  შესვლა
ბიოგრაფიული ლექსიკონი
დასაწყისიკატეგორიები  
ძიება
პიროვნების სახელი:

საქართველოს ბიოგრაფიულ ლექსიკონში იხილავთ იმ პიროვნებათა ბიოგრაფიებს, რომლებიც საქართველოს ისტორიის ნაწილნი არიან ან დაკავშირებულნი არიან საქართველოსთან, უცხოვრიათ საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ.

ლექსიკონის მხარდამჭერია საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა.

პროექტი მიზნად ისახავს, გამოაქვეყნოს მაქსიმალურად ყველა ცნობილი ქართველი. ამ უნიკალური ლექსიკონის შევსებაში, ვფიქრობთ, ჩაერთვება მთელი საქართველო.

შემოგვიერთდით ფეისბუქის გვერდზე



ერიკ ბერნშტეინი

ერიკ ბერნშტეინი
დაბადების თარიღი:1866
გარდაცვ. თარიღი:19 იანვარი, 1932  (66 წლის ასაკში)
კატეგორია:პედაგოგი, პოლიტიკოსი

ბიოგრაფია

1917 წელს შეუერთდა საქართველოს სოციალ-დემოკრატიულ მუშათა პარტიას. 1918 წელს იყო ამიერკავკასიის სეიმის წევრი. 1919 წლის თებერვალში ერიკ ბერნშტეინი სოციალ-დემოკრატიული პარტიის სიით საქართველოს დამფუძნებელი კრების წევრად აირჩიეს. დამფუძნებელ კრებაში იყო მომარაგების კომისიის წევრი და საფინანსო კომისიის მდივანი. აქტიურ როლს თამაშობდა გერმანიასთან ეკონომიკური და პოლიტიკური კავშირების გაბმის საქმეში. 1920 წლის 9 ნოემბერს გაზ. "საქართველოს რესპუბლიკა", გაზ. "ტაიმსზე" დაყრდნობით წერდა, რომ "საქართველოს დამფუძნებელი კრების დეპუტატი ერიკ ბერნშტეინი გერმანიის კანცლერმა მიიღო". საბჭოთა ოკუპაციის შემდეგ ცხოვრობდა გერმანიაში, ინარჩუნებდა მუდმივ კავშირს ქართულ პოლიტიკურ ემიგრაციასთან. 1930 წლის 14 დეკემბერს მონაწილეობა მიიღო ბერლინში გამართულ ნოე რამიშვილის გასახსენებელ სამგლოვიარო კრებაში, სადაც დამსწრე საზოგადოებას ვრცელი სიტყვით მიმართა. გარდაიცვალა ბერლინში. გერმანელი სოციალ-დემოკრატი. პროფესიით მასწავლებელი.

წყარო: საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა (1918-1921): ენციკლოპედია -ლექსიკონი. -თბ., 2018.-გვ. 70

ორგანიზაციის, ასოციაციის ან ჯგუფის წევრი

  • საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრება, წევრი

გააზიარე: