The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ზაურ გოგნაძე

ზაურ გოგნაძე
Date of birth:1941  (83 years)
Category:Chemist

Biography

დაბადების ადგილი: მაიაკოვსკის რაიონი (დღევანდელი ბაღდათის მუნიციპალიტეტი). 

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქიმიურ-ტექნოლოგიური ფაკულტეტი ძირითადი ორგანული სინთეზისა და სინთეზური კაუჩუკის ტექნოლოგიის სპეციალობით 1967 წელს.

1958-1960 წლებში მუშაობდა მაიაკოვსკის ღვინის ქარხნის მუშად, 1961 წელს - ქ. მოსკოვის სამშენებლო კანტორის ობიექტის მუშად. 1967-1970 წლებში იგი იყო რუსთავის ქიმიური კომბინატის ციკლოჰექსანონის საამქროს ინჟინერ-ტექნოლოგი, ამავე საამქროს ცვლის უფროსი, საამქროს უფროსის მოადგილე კონვერსიაში, 1971-1974 წლებში - სუფთა ციანმარილების საამქროს ტექნოლოგი, 1975-1979 წლებში - ციკლოჰექსანონის საამქროს უფროსის მოადგილე, 1980-1982 წლებში - ციანმარილების საამქროს უფროსი, 1983-1984 წლებში - ამავე საამქროს უფროსის მოადგილე, 1985-1986 წლებში - საწარმოო განყოფილების წამყვანი ტექნოლოგი, 1986-1988 წლებში - კაპროლაქტამის წარმოების უფროსის მოადგილე, 1989-1993 წლებში - ამავე წარმოების უფროსი, 1994 წელს - საწარმოო განყოფილების უფროსის მოადგილე, 1995-1998 წლებში - ტექნიკური დირექტორის მოადგილე, საწარმოო-ტექნიკური განყოფილების უფროსი, 1999-2000 წლებში - ამავე განყოფილების უფროსის მოადგილე, 2000-2001 წლებში - საწარმოო-ტექნიკური გადაიარაღებისა და ახალი ტექნოლოგიების ათვისების განყოფილების უფროსის მოადგილე, 2001- 2003 წლებში -  საწარმოო-ტექნიკური განყოფილების უფროსი, 2003-2005 წლებში - საწარმოო განყოფილების უფროსი, 2005 წლიდან "ენერჯი ინვესტის" საწარმოო განყოფილების უფროსი. 2004 წელს მიენიჭა ქიმიის დარგში წლის საუკეთესო იჟინრის საპატიო წოდება.

წყარო: საქართველოს მეცნიერებისა და ტექნიკის დარგის სახელმწიფო პრემიის ლაურეატები 1993-2004 წწ. . -თბ., 2012.-გვ.25; წიგნი ღირსებისა: ტ. 3/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2001. - გვ.259

Awards and Honors

  • 1998 - ღირსების მედალი
    ქ. რუსთავის აღმშენებლობაში, მოსახლეობის სოციალ-ეკონომიკური პირობების გაუმჯობესებაში შეტანილი პირადი წვლილისა და ნაყოფიერი მოღვაწეობისათვის
  • საქართველოს სახელმწიფო პრემია, მეცნიერებისა და ტექნიკის დარგში

Share: