The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ვანო ყიფიანი

ვანო ყიფიანი
Legal name:ივანე ყიფიანი
Date of birth:22 February, 1934
Date of death:2004  (at 69 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამშენებლო ფაკულტეტი სამრეწველო და სამოქალაქო მშენებლობის სპეციალობით 1957 წელს.

1957 წლიდან მუშაობა დაიწყო საპროექტო ინსტიტუტ "საქსოფლმშენპროექტში" ინჟინრად; 1962 წელს სამუშაოდ გადადის მარნეულში, ყულარის ქარხანა-მეურნეობაში მშენებელ ინჟინრად; 1964-1966წწ. ყულარის ოლქიდან არჩეულ იქნა მარნეულის რაისაბჭოს დეპუტატად, შემდგომ მარნეულის რაისაბჭოს აღმასკომის თავმჯდომარის პირველ მოადგილედ დაინიშნა; 1966 წლიდან სამუშაოდ გადმოიყვანეს ახლად ჩამოყალიბებულ საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროში კაპიტალური მშენებლობის განყოფილების უფროსად; 1968 წელს დაინიშნა ამავე სამინისტროს N1 მოძრავ-მექანიზირებული კოლონის უფროსად მცხეთაში; 1971 წლიდან მუშაობდა კრწანისის N27 მოძრავ-მექანიზირებული კოლონის უფროსად; 1975 წლიდან სასოფლო მშენებლობის სამინისტროს სისტემაში N27 მოძრავ-მექანიზირებული კოლონის ბაზაზე ჩამოყალიბდა N8 სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტი "საქსათბურმშენი", რომლის მმართველად მუშაობდა 1986 წლის ჩათვლით; 1986 წლიდან საქართველოს სასოფლო მშენებლობისა და მშენებლობის სამინისტროების გაერთიანების შემდეგ მუშაობდა მშენებლობის სამინისტროს სამშენებლო-სამონტაჟო ტრესტ "სოფლმშენმონტაჟის" მმართველად; შემდგომ ამ ტრესტს ეწოდა N15 სპეცსამონტაჟო ტრესტი "საქაგრომშენი", რომელიც 1991 წლიდან გადაკეთდა მრავალდარგოვან ფირმა "კვესად", რომლის დირექტორადაც მუშაობდა 1992 წლამდე; 1992-2004წწ. მუშაობდა შპს "ბემის" დირექტორად; მისი ხელმძღვანელობით აშენდა სახელმწიფო სასათბურე კომბინატები კრწანისში, კინდღში, წყალტუბოში, ჭიათურაში, ქობულეთში, ბიჭვინთაში, თელავში, მცხეთაში, ვოლოგდაში, ურეკში, სოკოს სასათბურე კომბინატი "შამპინარიუმი" კრწანისში, სპორტული ნაგებობები; ტრესტ "სათბურმშენის" მიერ თავისი ხარჯებით აშენებულ იქნა თბილისის "დინამოს" საფეხბურთო გუნდის საწვრთნელი ბაზა დიღომში, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო იყო არა მარტო საქართველოში, არამედ საბჭოთა კავშირის მასშტაბითაც; მისი ხელმძღვანელობით აშენდა საჩოგბურთო მოედნები სანაპიროზე და ვერის პარკში, კალათბურთის დარბაზი ვერის პარკში, დიღომსა და დიდუბეში, ფრენბურთის დარბაზი "მზიურში".

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.595-596; წიგნი ღირსებისა: ტ. 4/ შემდგ.: თამაზ ყიფიანი (რედ.), თენგიზ გაჩეჩილაძე, გურამ სიმონიშვილი.- თბ., 2002. - გვ.304

Awards and Honors

  • 1999 - ღირსების ორდენი
    საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის დაფუძნებაში, სპორტის ოლიმპიურ სახეობათა განვითარებაში, ოლიმპიზმის იდეების პროპაგანდაში შეტანილი პირადი დიდი წვლილისა და ნაყოფიერი საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის
  • საქართველოს დამსახურებული ინჟინერი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი

Share: