The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



მურთაზ ყანჩელი

მურთაზ ყანჩელი
Date of birth:21 May, 1936  (88 years)
Category:Engineer

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთავრა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სამთო-საინჟინრო ფაკულტეტი სამთო საწარმოთა მშენებლობის სპეციალობით 1961 წელს.

1961-1973წწ. მუშაობდა საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N2 სამშენებლო ტრესტში ოსტატად, მცხეთის N5 სამმართველოს მთავარ ინჟინრად, სამმართველოს უფროსად; 1973-1983წწ. საქართველოს მშენებლობის სამინისტროს N7 სამშენებლო ტრესტ "საქშახტმშენის" მარნეულის სამმართველოს უფროსად; 1983-1993წწ. იყო საქართველოს სასოფლო მშენებლობის სამინისტროს გორის N3 სამშენებლო ტრესტის მმართველის მოადგილე, მოძრავ-მექანიზებული კოლონის უფროსი; 1993-1999წწ. სამშენებლო კომპანია "მშენებლის" გენერალური დირექტორი; 1999 წლიდან მუშაობს შპს სამშენებლო-სამრეწველო კორპორაცია "ერთობის" სისტემაში შპს "იბერიას" დირექტორად; ხელმძღვანელობდა ინერტული მასალების ქარხნების (იმირში, თამარისსა და ყიზილ-აჯლოში), მადნეულის სამთო-გამამდიდრებელი კომბინატის კომპლექსის (დაბა კაზრეთში), სპეციალური საიდუმლო ქარხანა "საფოსტო ყუთის", საკავშირო დაქვემდებარების სამანქანო-საგამოცდო კომპლექსების, ტელევიზორების ქარხნის მშენებლობას; მუშაობდა ქ. მოსკოვში ყაზანის, რიგის, იაროსლავლის რკინიგზის სადგურების რესტავრაციაზე, საქართველოს სსრ მთავრობის წარმომადგენლობის მშენებლობაზე და სხვა.

წყარო: საქართველოს არქიტექტორთა და მშენებელთა ენციკლოპედია. - თბ., 2017.-გვ.593

Awards and Honors

  • ხალხთა მეგობრობის ორდენი
  • შრომის წითელი დროშის ორდენი

Share: