Login |
|
|
English Georgian |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ნინო კირთაძე
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი 1986 წელს. 1986-1992წწ. იყო ლიტერატურის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი; 1992-1996წწ. Agense France presse-სა და APAssociated Press -ის კორესპონდენტი კავკასიაში; 1993-1994წწ. სახელმწიფო მეთაურის აპარატის კონსულტანტი; 1999-2000წწ. არის რეჟისორი ფილმებისა: "ედუარდ შევარდნაძის სამი სიცოცხლე", 2000-2001წწ. "ჩეჩნური იავნანა", "უთხარი ჩემს მეგობრებს, რომ მკვდარი ვარ" (2003), "სტალინი სტალინის შესახებ", "სტალინი - ღვთაების დასაფლავება (2003), "მილსადენის მეზობლები" (2005), "Lettre Py" (2005), "ქართული ნაციონალური ბალეტი". შესრულებული აქვს როლები ფილმებში: "ღირსეული ადამიანი", "შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი". მიღებული აქვს ადოლფ გრიმეს ოქროს პრიზი (ბერლინი, 2002); რუდოლფ ვირბას პრიზი (პრაღა, 2002); ოქროს I პრიზი (ბიარაცი, საფრანგეთი, 2003); ლუის მარკორელის პრიზი (პარიზი); საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მთავარი ჯილდო (2003); გრან პრი Visions du Reel (ნიონი, შვეიცარია, 2005); Templton Foundation - მთავარი ჯილდო (შვეიცარია, 2005); ევროპული ოსკარი წლის საუკეთესო დოკუმენტური ფილმისათვის (2005); ევროპული კინოაკადემიის პრემია "ფელიქსი" სცენარისათვის, 2006), "დურაკოვო, ბრიყვების სოფელი" (2007, სანდენსის საერთაშორისო კინოფესტივალის პრიზი რეჟისურისთვის, 2008), "რწმენისათვის, მეფისათვის, სამშობლოსათვის" (2007; რუსეთი), "ზოგი რამ საქართველოს შესახებ" საფრრანგეთ-საქართველო (2009), "არ ისუნთქო" (საფრ. 2014). 2019 წლიდან არის საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი "ევრიმაჟში". როგორც მსახიობი გადაღებულია ფილმებში: "წიგნი ფიცისა" (რეჟისორები: გ. ლორთქიფანიძე, ა. დარსაველიძე, 1983), "თოვლის ბაბუა" (ფიფქია, რეჟ. მ. ანთაძე, 1986), "დღე" (ნატალია, რეჟ. ლ. ღლონტი, 1993), "შეყვარებული კულინარის 1001 რეცეპტი" (ცეცილია აბაშიძე, რეჟ. ნ. ჯორჯაძე, 1996), "კაცი, რომელიც ნდობას იმსახურებს" (ანა, რეჟ. ფ. მონიე, 1997), "ორი ნული" (დედილო მალი, რეჟ. ჟ. პირესი, 2004), "სარტრი, ვნების ასაკი" (ლენა ზონინა, რეჟ. კ. გორეტა, 2006, სამივე საფრანგეთი), "მეტეოიდიოტი" (ქალბატონი სიკვდილი, რეჟ. ნ. ჯორჯაძე, 2008), "ოქროს ძაფები" (ელენეს ქალიშვილი, რეჟ. ლ. ღოღობერიძე, 2019), მადლენის როლი შეასრულა ფრანგი რეჟისორის, გ. ჟულიენ-ლაფერიეს ფილმებში. "ეს რა ოჯახია?!" (2016), "ეს რა ბებიაა?!" (2019); "ეს რა ბაბუაა?!" (2021) და სხვ. წყარო: ვინ ვინ არის საქართველოში: ქართული ბიოგრაფიული ცნობარი. – თბ., 2006.-გვ.262; ქართული კინო: georgian-cinema.ge; radiotavisupleba.ge; marao.ge; საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემია: ქართული ენციკლოპედიის ი. აბაშიძის სახელობის მთავარი სამეცნიერო რედაქცია: georgianencyclopedia.ge Member of Organizations
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |