The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ყუთლუ-არსლანი

Date of birth:11??
Date of death:11??
Category:Public official

Biography

ყუთლუ-არსლანი - საქართველოს მეფეების გიორგი III-ისა და თამარის მეჭურჭლეთუხუცესი. ივანე ჯავახიშვილმა ყუთლუ-არსლანი უგვაროთა, "სიმდიდრით ამაღლებულთა" წრიდან გამოსულად და დაწინაურებულ პირად მიიჩნია ("ისტორიანი და აზმანი შარავანდელთანი" ყუთლუ-არსლანს "ბიჭად" იხსენიებს). ამ მოსაზრებას მხარი დაუჭირეს ნ. მარმა, ს. ჯანაშიამ, შ. მესხიამ, გ. მელიქიშვილმა და სხვ. ზოგიერთი მეცნიერის (მ. ჯანაშვილი, პ. ინგოროყვა და სხვ) აზრით, ყუთლუ-არსლანი მაღალი ფეოდალური არისტოკრატიიდან იყო გამოსული. გიორგი III-ის გარდაცვალების შემდეგ დიდგვაროვანი ფეოდალების ერთი ჯგუფი გაიფიცა, რითაც ფაქტობრივი პროტესტი გამოხატა თამარის პოლიტიკისადმი. ამ გაფიცვასთან უშუალო კავშირშია ყუთლუ-არსლანის დასის გამოსვლა სამეფო ხელისუფლების წინააღმდეგ. ამ გამოსვლიდან გარკვეული დროის შემდეგ სამეფო კარმა ყუთლუ-არსლანი მეჭურჭლეთუხუცესობიდან გადააყენა და მის ადგილას კახაბერ ვარდანისძე დანიშნა.

წყარო: ვიკიპედია - თავისუფალი ენციკლოპედია: ka.wikipedia.org


Share: