The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ალექსი (ეპისკოპოსი)

ალექსი
Legal name:ალექსანდრე გერსამია
Date of birth:14 April, 1865
Date of death:7 February, 1938  (at 72 years)
Burial location:სიონის საკათედრო ტაძარის ეზო, თბილისი
Category:Religious leader

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი გადიდი, მაშინდელი ქუთაისის გუბერნია.

დაწყებითი განათლება ოჯახში მიიღო, შემდეგ სწავლობდა მარტვილის სასულიერო სასწავლებელში, რომლის დამთავრების შემდეგ სწავლა განაგრძო თბილისის სასულიერო სემინარიაში. 1888წ. დანიშნულ იქნა მესტიის საეკლესიო-სამრევლო სკოლის მასწავლებლად. 1890წ. დიაკვანია, 1891წ. მღვდელი. მამა ალექსი აქტიურ მონაწილეობას იღებდა საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლსიის საეკლესიო კრებების მუშაობაში, მხარს უჭერდა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს, უწმიდესსა და უნეტარეს ამბროსის. 1925წ. 8 ნოემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმიდესმა და უნეტარესმა ამბროსიმ მამა ალექსი ეპისკოპოსად აკურთხა და ჩააბარა ცაგერის ეპარქია. 1928წ. 2 მარტს გადაყვანილ იქნა ჭყონდიდის ეპარქიის მმართველად, 1930წ. 1 სექტემბერს გადაყვანილ იქნა წილკნის ეპარქიის მმართველად. ეპისკოპოსი ალექსი მძიმე ავადმყოფობის შემდეგ გარდაიცვალა თბილისის №1 საავადმყოფოში. 

წყარო: ქართველი მღვდელმთავრები (XX-XXI საუკუნეები)/ ვარდოსანიძე ს. -თბილისი, 2010. -გვ. 167-168.


Share: