The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



პავლე (ეპისკოპოსი)

პავლე
Legal name:პახუმ ჯაფარიძე
Date of birth:1 May, 1888
Date of death:3 November, 1929  (at 41 years)
Burial location:სვეტიცხოვლის ტაძრის ეზო, მცხეთა
Category:Religious leader

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი ხრეითი, მაშინდელი შორაპნის მაზრა.

დაამთავრა ქუთაისის საქალაქო სასწავლებელი.

1906წ. გაემგზავრა ათონზე, სადაც 1907წ. 18 აგვისტოს აღიკვეცა ბერად და ეწოდა სახელად პავლე. 1910წ. დაბრუნდა საქართველოში, სადაც გურია-ოდიშის ეპისკოპოსმა ლეონიდემ ხელი დაასხა მღვდელმონაზვნად შიომღვიმის მონასტერში. 1918წ. 26 იანვარს წმიდა დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს თბილისში გაიხსნა პირველი ქართული უნივერსიტეტი. ახალგაზრდა მღვდელმონაზონმა პავლემ საბუთები შეიტანა უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე. 1921წ. 25 თებერვალს ბოლშევიკური რუსეთის საოკუპაციო ჯარები თბილისში შემოვიდნენ, საქართველომ დაკარგა სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობა. ბოლშევიკებმა დაიწყეს ეკლესია-მონასტრების ნგრევა, საეკლესიო სიწმიდეების შეურაცხყოფა. მღვდელმონაზონმა პავლემ მიატოვა უნივერსიტეტი და სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში წინამძღვრის მოადგილედ დაბრუნდა. კათოლიკოს-პატრიარქმა ლეონიდემ არქიმანდრიტ პავლეს და ეპისკოპოს დავითს (კაჭახიძე) დაავალა ქუთაისში გაჰყოლოდნენ განძს და დაებინავებინათ იგი ქუთათელი მიტროპოლიტის ნაზარის საეპარქიო სახლის სარდაფში. არქიმანდრიტი პავლე 1924წ. მარტში საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკათოლიკოსო საბჭოს სხვა წევრებთან ერთად გასამართლებულ იქნა. ბრალდების შინაარსი ასეთი იყო-რატომ არ აცნობა მან საბჭოთა ხელისუფლებას განძეულის ადგილსამყოფელის შესახებ. სასამართლომ მას პირობითი სასჯელი შეუფარდა. 1924წ. 8 აპრილს შეიკრიბა დაპატიმრებას გადარჩენილი საკათალიკოსო საბჭო, რომელსაც თავმჯდომარეობდა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დროებითი მმართველი, ურბნელი ეპისკოპოსი ქრისტეფორე. ესწრებოდნენ ეპისკოპოსები: დავითი (კაჭახიძე), ნესტორი (ყუბანეიშვილი), სვიმეონი (ჭელიძე), მიტროპოლიტი ნაზარი (ლეჟავა). მსჯელობის შემდეგ ერთხმად მიიღეს გადაწყვეტილება არქიმანდრიტი პავლეს ეპისკოპოსად გამორჩევის შესახებ. მას ჩაბარდა წილკნის ეპარქია. ეპისკოპოსი პავლე არაერთხელ დაასახელეს უწმიდესი და უნეტარესი ამბროსის მოვალეობის შემსრულებლად, მაგრამ ხშირი ავადმყოფობის გამო მას არ შეეძლო ამ მოვალეობის შესრულება. 1928წ. 26 მარტს საკათოლიკოსო სინოდმა მიიღო გადაწყვეტილება ეპისკოპოსი პავლეს ცხუმ-აფხაზეთის ეპარქიის მმართველად გამწესების შესახებ. სოხუმის ნოტიო ჰავამ უარყოფითად იმოქმედა მასზე. მართალია, ეპისკოპოსი პავლე დაბრუნდა სვეტიცხოველში, მაგრამ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა კიდევ უფრო გაუარესდა. 1929წ. თებერვალში იგი სამკურნალოდ ალექსანდრეს საავადმყოფოში მოათავსეს, სადაც 1929წ. 3 ნოემბერს გარდაიცვალა. 1929წ. 10 ნოემბერს სიონის საპატრიარქო ტაძარში კათოლიკოს-პატრიარქმა ქრისტეფორე III-მ წესი აუგო განსვენებულ ეპისკოპოს პავლეს, რომელიც დაიკრძალა სვეტიცხოვლის ეზოში.

წყარო: ვიკიპედია - თავისუფალი ენციკლოპედიის პორტალი: ka.wikipedia.orgkaribche.ambebi.ge


Share: