The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ციალა ღუდუშაური

ციალა ღუდუშაური
Legal name:ციალა გიგაური
Date of birth:1929  (95 years)
Category:Engineer, Scientist, Educator, Chemist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. თბილისი.

დაამთარა საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ქიმიური ტექნოლოგიის ფაკულტეტი 1952 წელს.

1952 -1970წწ. მუშაობდა ქ. მოსკოვის იშვიათი ლითონების სამეცნიერო-კვლევთი ინსტიტუტის ანალიზური ქიმიის განყოფილებაში ჯგუფის ხელმძღვანელად. მის მიერ შემუშავდა და დაინერგა იშვიათ ლითონთა შენადნობების მრავალი მეთოდიკა. მან აქტიური წვლილი შეიტანა გეოლოგიის, მინერალოგიის და გამდიდრების განყოფილების თემატური სამუშაოების შესრულებაში. 1970 წელს ც. ღუდუშაური საქართველოს პოლიტექნიკური ინსტიტუტის ანალიზური ქიმიის კათედრაზე იწყებს მუშაობას. ის კითხულობს სალექციო კურსს ანალიზურ ქიმიაში და ანალიზის ფიზიკურ- ქიმიურ მეთოდებში, აგრძელებს სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას და პარალელურად სახელმძღვანელოების შექმნაზეც მუშაობს. 1993 წელს მან გამოსცა პირველი ქართულენოვანი დამხმარე სახელმძღვანელო "თვისებითი ანალიზის მჟავურ-ტუტიანი მეთოდი". 1995 წლიდან ის ზოგადი ქიმიის დეპარტამენტის ასოცირებული პროფესორია. გამოქვეყნებული აქვს 60-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი, მონაწილეობას ღებულობდა ადგილობრივ და საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციებში. ც. ღუდუშაური წლების მანძილზე ასრულებდა ანალიზური ქიმიის კათედრის გამგის მოადგილის მოვალეობას. ის სტუ-ს ქალთა საბჭოს ერთ-ერთი დამფუძნებელია. ტექნიკურ მეცნიერებათა კანდიდატი (1973).

წყარო: საქართველოს ინჟინერი ქალები.- თბილისი.-2008.- გვ.179-180

Member of Organizations

  • საქართველოს ეკოლოგიურ მეცნიერებათა აკადემია, წევრ-კორესპოდენტი (1995-)

Bibliography


Share: