Login |
|
|
English Georgian |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
გივი ჩიხლაძე
Biographyდაბადების ადგილი: ქ. ბათუმი. 1937 წელს ჩაირიცხა ბათუმის საქალაქო კულტურის სახლის ახალგაზრდულ ქორეოგრაფიულ ანსამბლში მოცეკვავედ, რომელსაც მისი ძმა გიორგი ჩიხლაძე ხელმძღვანელობდა; 1938-1939წწ. ცეკვავდა ჯერ წყალტუბოს, შემდეგ ქუთაისის თვითმოქმედ ქორეოგრაფიულ ანსამბლში შალვა იაშვილისა და დავით უშვერიძის ხელმძღვანელობით; 1950 წელს ბათუმში ჩამოაყალიბა ბავშვთა ქორეოგრაფიული ანსამბლი "მერცხალი", რომელსაც იგი სიცოცხლის უკანასკნელ დღემდე ხელმძღვანელობდა; პარალელურად ხელმძღვანელობდა აჭარკოოპკავშირის კლუბთან არსებულ სიმღერისა და ცეკვის ანსამბლს. ეს კოლექტივი 1954 წლიდან თითქმის ყველა რესპუბლიკური ოლიმპიადის, ფესტივალისა და ინდივიდუალურ შემსრულებელთა კონკურსის ლაურეატი იყო. 1973 წელს მას "სახალხო ანსამბლის" საპატიო წოდება მიენიჭა. პარალელურად მუშობდა აგრეთვე აჭარის მოსწავლეთა საოლქო სასახლის მხატვრული აღზრდის განყოფილების გამგედ. წყარო: ხელოვნების კალენდარი: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1995. -გვ.36 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |