Login |
![]() |
![]() |
![]() ![]() |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
მიხა ცხაკაია![]()
Biographyდაბადების ადგილი: სოფელი ხუნწი, სენაკის რაიონი. 1886-1897 წლებში რევოლუციურ მოღვაწეობას ეწეოდა სოფელ ლესიჭინეში, თბილისში, ბათუმსა და ქუთაისში. 1892-1893 წლებში იყო საქართველოში პირველი მარქსისტული ორგანიზაციის "მესამე დასის" ერთ-ერთი დამაარსებელი. 1898-1900 წლებში ცხოვრობდა და რევოლუციურ მოღვაწეობას ეწეოდა ეკატერინოსლავში (ახლანდელი დნეპროპეტროვსკი), სადაც აქტიურად მონაწილეობდა რსდმპ ეკატერინოსლავის კომიტეტის შექმნასა და მის საქმიანობაში, გაზეთ "იუჟნი რაბოჩის" მუშაობაში. 1900-1902 წლებში დააპატიმრეს. 1903-1905 წლებში სხვებთან ერთად ხელმძღვანელობდა რსდმპ კავკასიის კავშირის კომიტეტს. დიდ სააგიტაციო და პროპაგანდისტულ მუშაობას ეწეოდა თბილისში, ბაქოში, ბათუმში, ქუთაისსა და ჭიათურაში. რსდმპ-ის III ყრილობის (1905) დელეგატმა ცხაკაიამ გახსნა ყრილობა და ვ. ი. ლენინის მოხსენების შემდეგ გამოვიდა თანამოხსენებით საქართველოში გლეხთა რევოლუციური მოძრაობის შესახებ. 1905 წლის ოქტომბერში მონაწილეობდა პეტერბურგის მუშათა დეპუტატების საბჭოების მუშაობაში, ნოემბერში კი - ბაქოს საბჭოს ერთ-ერთი ორგანიზატორი იყო. 1906-1907 წლებში მონაწილეობდა თბილისის პროფკავშირების ცენტრის შექმნასა და მის მუშაობაში. 1907-1917 წლებში ემიგრაციაში იყო ჟენევაში, საიდანაც მჭიდრო კავშირი და მიმოწერა ჰქონდა საქართველოსა და ამიერკავკასიის პარტიულ ორგანიზაციებთან. 1917 წლის აპრილში ლენინთან ერთად დაბრუნდა რუსეთში. მონაწილეობდა რსდმპ VII (აპრილის) კონფერენციის მუშაობაში. გაზეთ "კავკაზსკი რაბოჩის" საქმიანობაში, ფილიპე მახარაძესთან ერთად რედაქტორობდა გაზეთ "ბრძოლას". 1917 წლის მაისიდან იგი იყო მუშათა და გლეხთა დეპუტატების კავკასიის სამხარეო საბჭოს წევრი, ოქტომბრიდან - რსდმპ (ბ) კავკასიის სამხარეო კომიტეტის წევრი და შემდეგ მისი ერთ-ერთი ხელმძღვანელი. 1917-1920 წლებში რსდმპ (ბ) თბილისის კომიტეტის წევრი, 1919 წლის ივნისში მენშევიკურმა მთავრობამ იგი დააპატიმრა. 1920 წელს მისი გათავისუფლების შემდეგ შევიდა საქართველოს კპ (ბ) ცკ-ს შემადგენლობაში. 1921-1922 წლებში იგი იყო საქართველოს სსრ სრულუფლებიანი წარმომადგენელი რსფსრ მთავრობაში, 1923-1930 წლებში საქართველოს ცაკის პრეზიდიუმის ერთ-ერთი თავმჯდომარე, 1923-1924 და 1929-1930 წლებში საქართველოს სსრ ცაკის პრეზიდიუმის თავმჯდომარე (შეთავსებით), სსრკ ცაკის პრეზიდიუმის წევრი, 1920 წლიდან კომინტერნის აღმასკომის წევრი. კომუნისტური პარტიის, საბჭოთა სახელმწიფო და საერთაშორისო მუშათა მოძრაობის მოღვაწე. წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ., 1987.-გვ.247 Member of Organizations
Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |