The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ესტატე ბერიაშვილი

ესტატე ბერიაშვილი
Date of birth:7 November, 1898
Date of death:1956  (at 57 years)
Category:Entertainer

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი საბუე, ყვარლის რაიონი.

დაამთავრა თბილისის ქართული გიმნაზია 1916 წელს. სწავლის პერიოდში მღეროდა სასწავლებლის გუნდში ზ. ფალიაშვილის ხელმძღვანელობით; 1922 წელს დაამთავრა თბლისის სახელმწიფო კონსერვატორიის ვოკალური ფაკულტეტი.

1922 წელს დაინიშნა რუსთაველის თატრის ადმინისტრატორად; 1925 წელს სამუშაოდ გადავიდა საქართველოს ხელოვნების მუშაკთა კავშირის გამგეობაში; 1935 წლიდან გარდაცვალებამდე მუშაობდა საქართველოს სათეატრო მუზუმში მეცნიერ-თანამშრომლად. მას დიდი ღვაწლი მიუძღვის მუზეუმის ორგანიზაციულად ჩამოყალიბებასა და მასალების სისტემატიზაციაში. მისი უშუალო მონაწილეობით მუზეუმმა მოაწყო 40-მდე სხვადასხვა თემატური გამოფენა. 1951-1954 წწ. შეთავსებით მუშობდა რუსთაველის თეატრის მუზეუმში, აქვეყნებდა სტატიებს ქართული თეატრის ისტორიიდან; 1938-1941წწ. ჟურნალ "საბჭოთა ხელოვნებისათვის" ადგენდა "საქართველოს თატრალური ხელოვნების ისტორიის კალენდარს". რეპრესიების წლებში საკუთარ სახლში გადამალა სანდრო ახმეტელის სარეპეტიციო დღიურები და სხვა ისტორიულად მნიშვნელოვანი დოკუმენტები, რომლებმაც შემდგომ ფასდაუდებელი სამსახური გაუწიეს ქართული თეატრის ისტორიის მკვლევართ.

წყარო: საიუბილეო თარიღები: თეატრი, მუსიკა, კინო.- თბ., 1988. -გვ.84


Share: