The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



ზაქარია ჭავჭავაძე

ზაქარია ჭავჭავაძე
Date of birth:25 October, 1825
Date of death:22 October, 1906  (at 80 years)
Burial location:შუამთის მონასტერი, კახეთი
Category:Nobleman, Military Person

Biography

დაბადების ადგილი: სოფელი წინანდალი, თელავის რაიონი.

1852-1859წწ. მსახურობდა ნიჟნი-ნოვგოროდის დრაგუნთა პოლკში; 1847 წლიდან მონაწილეობდა კავკასიის მთიელთა წინააღმდეგ ბრძოლებში; ყირიმის ომის (1853-1856) დროს კავკასიის ფრონტზე მეთაურობდა ჯერ ესკადრონს, შემდეგ დივიზიონს; თავი გამოიჩინა 1853 წლის 19 ნოემბრის ბაშკადიკლარისა და 1854 წლის 24 ივლისის ქურუქ-დარის ბრძოლებში; ყირიმის ომის შემდეგ კვლავ იბრძოდა ჩრდილოეთ კავკასიელი ამბოხებულების წინააღმდეგ; 1859-1864წწ. მეთაურობდა ჯერ დაღესტნის ცხენოსანთა, შემდეგ კი ტვერის დრაგუნთა პოლკს; მონაწილეობდა შამილის უკანასკნელი სიმაგრის - ღუნიბის იერიშში; რუსეთ-ოსმალეთის ომში (1877-1878) სარდლობდა კავკასიის ფრონტზე მოქმედი კორპუსის კავალერიას; მონაწილეობდა ომის მსვლელობისას განხორციელებულ ყველა მნიშვნელოვან სამხედრო ოპერაციაში; 1878-1885წწ. მეთაურობდა კავალერიის დივიზიას, 1885-1893წწ. - კავკასიის არმიის პირველ კორპუსს. რუსეთის არმიის კავალერიის გენერალი, თავად გულბაათ ჭავჭავაძის ვაჟი.

წყარო: ქართული საბჭოთა ენციკლოპედია: ტ. 11.-თბ.,1987.-გვ. 377; კახეთის გამოჩენილი ადამიანები/ოთარ ნაცარაშვილი.-თბ.,2001.-გვ.200


Share: