The National Library of Georgia Home - About Library - E-Resources 
  Login
Biographical Dictionary
HomeCategories  
Search
Person Name:

The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it.

The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia.

The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary.

Follow on Facebook



კაკი წერეთელი

კაკი წერეთელი
Legal name:ირაკლი წერეთელი
Date of birth:20 November, 1881
Date of death:20 May, 1959  (at 77 years)
Burial location:ლევილის სასაფლაო, პარიზი
Category:Political Leader, Publicist

Biography

დაბადების ადგილი: ქ. ქუთაისი.

1900 წელს ჩაირიცხა მოსკოვის უნივერსიტეტის იურიდიულ ფაკულტეტზე. სტუდენტურ მოძრაობაში მონაწილეობის გამო 1902 წელს იგი სასწავლებლიდან გარიცხეს და გადაასახლეს ციმბირის ქალაქ ირკუტსკში; ერთი წლის შემდეგ გადასახლებიდან კავკასიაში დაბრუნდა; 1904 წელს დაპატიმრების შიშით გაემგზავრა ბერლინში და ჩააბარა უნივერსიტეტში; ტუბერკულიოზით მძიმედ დაავადებული 1905 წელს იძულებული იყო ქუთაისში დაბრუნებულიყო; 1907 წელს აირჩიეს II სახელმწიფო დუმის დეპუტატად ქუთაისის გუბერნიიდან, სადაც იგი დუმის აგრარული კომისიის წევრი იყო და თავმჯდომარეობდა სოციალ-დემოკრატთა ფრაქციას; 3 ივლისის გადატრიალების შემდეგ დააპატიმრეს და მიესაჯა 5 წლიანი კატორღა, რომელიც ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შეეცვალა 6 წლიანი პატიმრობით, შემდგომში აღმოსავლეთ ციმბირის გუბერნიაში ცხოვრების უფლებით (1917 წლამდე); 1917 წლის 19 მარტს პეტროგრადში დაბრუნდა და პეტროგრადის საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის წევრი გახდა; რუსეთის დროებითი მთავრობის ფორმირების შემდეგ დაინიშნა რუსეთის ფოსტა-ტელეგრაფის მინისტრად (მაისი-აგვისტო); 24 ივლისს გამოვიდა დროებითი მთავრობიდან და მთლიანად ჩაერთო საბჭოების მუშაობაში; აგვისტოში  იყო რუსეთის სოციალ-დემოკრატიული მუშათა პარტიის გაერთანებული ყრილობის დელეგატი; ოქტომბრის რევოლუციისადმი მისი დამოკიდებულება უარყოფითი იყო; თბილისში დაბრუნებისთვავე აქტიურად ჩაერთო პოლიტიკურ საქმიანობაში; გახდა ამიერკავკასიის სეიმის დეპუტატი; საქართველოს ეროვნული საბჭოს დაფუძნების შემდეგ გახდა ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის წევრი, მისი წინადადებით ეროვნულ საბჭოს 25 მაისს სახელი გადაერქვა და ეწოდა "პარლამენტი"; 1919 წელს აპრილში მონაწილეობა მიიღო პარიზის სამშვიდობო კონფერენციაში; საქართველს 1921 წლის ოკუპაციის შემდეგ ემიგრაციაში გაემგზავრა; 1931 წელს დაამთავრა სორბონის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი და ეწეოდა იურიდიულ საქმიანობას ჯერ საფრანგეთში, ხოლო 1940 წლიდან ამერიკის შეერთებულ შტატებში.

წყარო: ბიბლიოვიკი: nplg.gov.ge

Member of Organizations

  • რსდმპ(გ) ცენტრალური კომიტეტი, წევრი
  • საქართველოს სოციალ-დემოკრატიული (მენშევიკური) პარტია, წევრი (1903-)

Share: