Login |
|
|
English Georgian |
HomeCategories |
Search The Biographical Dictionary of Georgia covers biographies of people who belong to history of Georgia, who are linked with Georgia, lived in or beyond it. The dictionary is supported by the National Parliamentary Library of Georgia. The project aims at publishing the biographies of outstanding Georgians. We hope that whole Georgia will be involved in filling this unique dictionary. |
ალექსი ჭიჭინაძე
Biographyდაბადების ადგილი: ქ. თბილისი. დაამთავრა მოსკოვის ქორეოგრაფიული სასწავლებელი 1941 წელს, მოსკოვის თეატრალური ხელოვნების ინსტიტუტი 1953 წელს(საბალეტმაისტერო). 1941–1944წწ. იყო მოსკოვის დიდი თეატრის სოლისტი; 1944–1966წწ. მოსკოვის სტანისლავსკისა და ნემიროვიჩ–დანჩენკოს სახელობის მუსიკალური თეატრის წამყვანი სოლისტი, 1955 წლიდან და 1966–1971წწ. ამავე თეატრის ბალეტმაისტერი, 1971–1984წწ. წლიდან მთავარი ბალეტმაისტერი; 1967–1970წწ. ვარშავის "Театр Виельски"–ის მთავარი ბალეტმაისტერი; 1983 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე იყო ქუთაისის ოპერისა და ბალეტის თეატრის ბალეტმაისტერი და საბალეტო დასის სამხატვრო ხელმძღვანელი; ქართული სპექტაკლები: ს. ცინცაძე "პოემა"(1962, თბილისი, 1964, მოსკოვი), "რივარესი"(1982, მოსკოვი), "არდავიწყება"(1985, ქუთაისი); სხვა დადგმები და პარტიები: გლიერი "კასტილიის ასული", ეფიმოვი "ტყის ფერია"(1960), რ. შტრაუსი "დონ ჟუანი"(1962, თბილისი), პაოლო, ზიგფრიდი(ჩაიკოვსკი "ფრანჩესკა და რიმინი", "გედების ტბა"), ლიონელი(პეიკო "ჟანა დ'არკი"), ფები(პუნი "ესმერალდა"), რახმანინოვი "ალეკო", საკონცერტო სიუიტა დებიუსის მუსიკაზე(1956, პერიზი), "დონ კიხოტი", "ჟიზელი", "კონკია", "რომეო და ჯულიეტა"(1967–1970, ვარშავა); ბალეტმაისტერი, ლიბრეტისტი. წყარო: ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 569 Awards and Honors
|
Biographical Dictionary. version 1.2.2.R1 Copyright © 2010-2012 by David A. Mchedlishvili |